ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა!

NBA 03-თებ, 12:419 Sportnews 3273 0






ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა!


ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა მოხსნებში. ეს მან დღეს, გამთენიისას, “საკრამენტოსთან” 119:104 მოგებულ შეხვედრაში მოახერხა.

ზაზა შეხვედრაში თავიდანვე აქტიური იყო, პირველი ტაიმი 6-6 ქულა-მოხსნით დაასრულა, ხოლო მესამე პერიოდში, ვიდრე მწვრთნელი სათადარიგოთა შორის დააბრუნებდა მისი მონაგარი ასეთი იყო: 22 წუთი, 8 ქულა (6-დან 4 ორქულიანი), 13 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა.

მესამე პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, როდესაც “გოლდენ სტეიტი” 80:66-ს იგებდა ქართველის ნაცვლად მოედანზე დრეიმონდ გრინი გამოვიდა. მალე ზაზას სათადარიგოებში სტეფ კარიც შეუამხანაგდა და საკრამენტოელებმაც გაილაღეს: მეოთხე პერიოდის დასაწყისში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს – 88:89.

მწვრთნელმა კარი დროულად დააბრუნა, ზაზას გამოჩენასა და მის 113 დუბლს ამაოდ ველოდით. მონაგარიც ის დარჩა, რაც მესამე პერიოდში ჰქონდა.

რაც შეეხება “გოლდენ სტეიტს” ბოლო წუთებზე გუნდი პერიმეტრზე ბოლომდე გაიხსნა, ჯამში 17 სამიანი ჩააგდო და, როგორც მოგახსენეთ, 119:104 გაიმარჯვა.

გამარჯვებულებს 33 ქულით კევინ დურანტმა ულიდერა. სტეფ კარიმ 23 ქულა მოაგროვა.

“უორიორსი” მომდევნო მატჩს ასევე სტუმრად ნიკა ცქიტიშვილის ყოფილ გუნდ “დენვერთან” გამართავს – 4 თებერვალს, თბილისის დროით დილის 6 საათზე.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018