6 წლის ტედის დაბადების დღეზე კლასელები არ მივიდნენ - ფოტო რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

NBA 25-ოქტ, 01:509 Sportnews 838 0



6 წლის ტედის დაბადების დღეზე კლასელები არ მივიდნენ - ფოტო რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო



6 წლის ბიჭმა, ტედიმ, არიზონას შტატის ქალაქ ტუსონიდან, თავის დაბადების დღეზე კლასელები დაპატიჟა, თუმცა წვეულებაზე არავინ მივიდა.

როგორც ტედის დედა სილ მაზინი ჰყვება, ტედის დაბადების დღე 3 ოქტომბერს იყო, თუმცა იმის გამო, რომ მამამისი ალიასკაზე მუშაობდა წვეულება 21 ოქტომბერს გადაიტანეს. ტედიმ თანაკლასელებისთვის 32 სასაჩუქრე ბარათი დაამზადა, რომელშიც მოსაწვევები იდო. სილის თქმით, წინა დღით ტედის თანაკლასელების მშობლები მას შეპირდნენ რომ წვეულებაზე ბავშვებს მიიყვანდნენ, თუმცა პირობა არავინ შეასრულა.

ტედის ფოტო, სადაც ის ადგილობრივ პიცერიაში ცარიელ მაგიდასთან ზის ინტერნეტში ტედის დედამ გაავრცელა და ის მალე ვირუსული გახდა. ტედის ადგილობრივი საკალათბურთო გუნდი „ფინიკს სანსი“ და საფეხბურთო კლუბი „ფინიკს რაიზინგი“ გამოეხმაურა და ბიჭი ოჯახთან ერთად თავიანთ მატჩებზე დაპატიჟეს. კლუბების თქმით, ტედი თავის დაბადების დღეს ათასობით გულშემატკივართან ერთად აღნიშნავს.

წყარო: newposts.ge



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018