“ატლანტამ” მოიგო

NBA 04-მარ, 09:259 STEVEN 1239 1






“ატლანტას” მოგება და ზაზას 8 ქულა
ზაზა ფაჩულიას “ატლანტა ჰოუქსმა” სეზონში 21-ე მატჩი მოიგო - ჯორჯიელებმა “მილოუკის” უმასპინძლეს და 99:94 გაიმარჯვეს. მატჩამდე “ატლანტა” თითქოს უპირობო ფავორიტად გამოიყურებოდა, მაგრამ თამაშის მსვლელობისას “მილოუკი” არაერთხელ გასულა წინ. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლები 65:74 მარცხდებოდნენ, თუმცა მობილიზება მოახერხეს და საკუთარ არენაზე გამარჯვებაც მოიპოვეს.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი დაჰყო. ამ დროის განმავლობაში ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი და ორივე საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულასთან ერთად კი, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და ფარიდან ბურთი 5-ჯერ მოხსნა.
ატლანტელთაგან ბრწყინვალედ გაისარჯა და მოედანზეც საუკეთესო იყო ჯოშ სმიტი. 34 წუთში სმიტმა 24 ქულასა და 19 მოხსნას მოუყარა თავი, რითაც საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მატჩის საუკეთესო მექულე “მილოუკელი” ჯენინგსი გახდა, მან 34 ქულას 9 შედეგიანი პასიც მიამატა, მაგრამ “ბაქსს” მოგებაში მაინც ვერ დაეხმარა.
ამ მატჩის შემდეგ, “ატლანტას” 15 წაგების წილ 21 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილი უკავია. ხოლო “მილოუკი” 14 მოგებითა და 22 მარცხით მე-9 პოზიციაზეა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

raul-madrid 09-მარ, 21:25

საგოლ ზაზა
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018