NBA
კობი ბრაიანტი ფლეი ოფამდე დაბრუნდება

ბაინუმთან, რამონ სეშენზთან, პროფესორ გასოლთან და კიდევ რამდენიმე საინტერესო ტიპთან ერთად, "ლეიკერსი" მოსაგებს იგებს, დასავლეთის კონფერენციაში მესამეზე ზის და რეგულარულსაც მესამეზე დახურავს. ფლეი ოფამდე მაიკ ბრაუნი ნაკლებ ვალიდოლს ჩაიგდებს ენის ქვეშ. ფლეი ოფამდე კობი ბრაიანტი (F) ბრუნდება.

კობიმ ბოლო ხუთი თამაში საზარდულის და მარჯვენა კოჭის მიკროტრავმებით გამოტოვა, დაღლილი სხეული დაასვენა, ოჯახს მიხედა. სენიორ ბრაიანტი ცოლს, ძაღლს წაეთამაშა და "ლეიკერსმა" თითქმის ყველაფერი მოიგო. "ფინიქსთან" 105:125 გაუგებრობის შემდეგ, გუნდმა ოთხი ბონუსი დასვა, გასაჭრელი გაჭრა, მოუმატა. კობიმ ბიჭებზე, ფლეი ოფზე, საკუთარ თავზე საინტერესო რაღაცეები თქვა.

ბრაიანტი: "როდესაც ხედავ, რომ გუნდი საქმეს ბოლომდე აკეთებს, ამაყი, მშვიდი ხარ. მწვრთნელი ბრაუნი სიტუაციაში ერკვევა, ხვდება, რომ ამ გუნდთან ერთად მთელი გზის გავლა რეალურია და მისტერ ბრაუნს ხელს ვუწყობთ, ვეხმარებით. პო (გასოლი) "ლეიკერსის" სიმშვიდეა, ენდი (ენდრიუ ბაინუმი) თავის საქმეს აკეთებს და კომპლიმენტები რამონს (სეშენზს). ფლეი ოფამდე კობიც იქნება და we’ll kick some big ass, we’re there, dude."

კობი ამ რეგულარულშიც სანდო ელემენტია – 28.1 ქულა, 5.5 მოხსნა, 4.6 პასი, 1.2 ჩაჭრა, აკურატული დაცვა. კლასიკა.












კომენტარის დამატება