NBA
ბოსტონმა სერიაში 2:2 გახადა

ისევე როგორც დასავლეთ კონფერენციის ფინალში, ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში 4 თამაშის შემდეგ სრული თანაფარდობაა, გუშინ "ბოსტონმა" შეძლო "მაიამის" დამარცხება ოვერტაიმში 93:91 (34:23, 27:24, 12:21, 16:21, 4:2) და ანგარიში 2:2 გახდა.

საუკეთესო შედეგი მოედანზე ლებრონ ჯეიმსს ჰქონდა 29 ქულა და 6 მოხსნა, "ბოსტონის" რიგებში კი პოლ პირსმა მოაგროვა 23 ქულა.

როგორც მოგახსენეთ სერიაში ანგარიში 2:2 გახდა, მეხუთე შეხვედრა "მაიამის" მოედანზე გაიმართება.












კომენტარის დამატება