Image

დღეს დურანტმა აჯობა

NBA 13-ივნ, 13:209 AleC 1588


ალბათ ყველა კალათბურთის ქომაგს მოეხსენება, რა დრო დგას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. დღეს გამთენიისას, ოკლაჰომას ენერჯი არენაზე შეკრებილმა ათასობით გულშემატკივარმა, მართლაც რომ ენერგიული და დაძაბული მატჩი იხილა.

ოკლაჰომა სიტი სანდერი შინ მაიამი ჰიტს დაუხვდა. მატჩში ანგარიში შონ ბეტიემ სამქულიანით გახსნა, რომელმაც პირველ მეოთხედში კიდევ ორჯერ შორეული დისტანციიდან აიღო მასპინძელთა კალათი, მას მხარი ახალგაზრდა მარიო ჩალმერსმაც აუბა და 8 ქულა მოაგროვა. თავის მხრივ არც კევინ დურანი ცხრებოდა, მისმა მონაგარმა პირველ თორმეტწუთეულში 11 ქულას უწია.
მეორე მეოთხედი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, მეტოქეებმა გუნდურ თამაშზე გააკეთეს აქცენტი. მასპინძელთაგან იბაკამ 8 ქულას მოუყარა თავი, თუმცა მისთვის ჩვეულ კომპონენტში ვერ იყოჩაღა, მან ვერცერთი დაფარება ვერ გააკეთა (!). საბოლოოდ ტაიმი სტუმართა 7 ქულიანი უპირატესობით დამთავრდა.
ოკლაჰომელები ჩამორჩენის შემდეგ, თამაშის სადავეების ხელში გდებას მაქსიმალურად ცდილობდნენ. მესამე პერიოდის დასრულებამდე 6:44 წუთით ადრე შვეიცარიელი სეფალოშას ჩაგდებული ბურთის შემდეგ ანგარიში თანაბარი, 60:60 გახდა. აღსანიშნავია რასელ ვესტბრუკის ბრწყინვალე თამაში, რომელმაც ამ მეოთხედში 12 ქულა ჩააგდო და პერიოდის დასრულებისას გუნდი 1 ქულით წინ გაიყვანა 74:73.
ბოლო, გადამწყვეტ მეოთხედში სტუმართა კოლექტივი თითქოს აირია, უფრო სწორად - "დურანტულამ" გაილაღა ! მან 16 ქულის აღება მოახერხა და ჩრდილში დატოვა მაიამელთა მონარქი, რომელმაც ერთიანობაში არც ისე ცუდი თამაში ჩაატარა, თუმცა გუნდს კვლავაც ვერ ულიდერა.
საბოლოოდ 11 ქულიანი უპირატესობით, პირველი გამარჯვება ოკლაჰომელებმა იზეიმეს 105-94.

დღეს დურანტმა აჯობა


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 13 ივნისი 2012 15:53
საღოლ დურანტი და ვესტბრუკი, ოკლაჰომას ვბალეშიკობ სუპერ ფინალში
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა