მაიამი დაწინაურდა !

მაიამი დაწინაურდა !

18-06-2012, 20:39

დღეს გამთენიისას, ნაციონალური საკალათბურთო ასაციაციის მატჩი გაიმართა. "ამერიკან ეარლაინს არენაზე" ერთმანეთს "მაიამი ჰითი" და "ოკლაჰომა სიტი თანდერი" დაუპირისპირდნენ.
მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრა მაიამელთა მცირე უპირატესობით დაიწყო, რომლებმაც პირველი პერიოდი 6 ქულის სხვაობით, 26:20 მოიგეს. მეორე მეოთხედში მეტოქე გააქტიურდა და ტაიმის დამთავრებამდე 06:50-წუთით ადრე საყაიმო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილი დრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. აღსანიშნავია, ბოლო წუთებში შეინ ბეტიეს მიერ ზედიზედ ორჯერ ჩაგდებული სამქულიანი. საბოლოოდ ტაიმი მაიამიმ 47-46 მოიგო.
მესამე პერიოდში სკოტ ბრუქსის ხელი ნამდვილად დაეტყოთ ოკლაჰომელებს. მათმა შედეგიანობამ ნელ-ნელა უმატა და მეოთხედის დასრულებამდე 04:33 წუთით ადრე დერიკ ფიშერის სამქულიანს + ჯარიმით სტუმრები 64-54დაწინაურდნენ !
მასპინძლები შინ დამარცხებას არ აპირებდნენ, ამაში მათ იბაკა-ფიშერის დუეტმა შეუწყო ხელი, რომლებმაც ზედიზედ ორჯერ, მიუტევებელი ჯარიმები მიიღეს და მეტოქეს ერთბაშად 6 საჯარიმო სროლა აჩუქეს. ამას მოჰყვა კევინ დურანტის მეოთხე ჯარიმა და სათადარიგოზე გადანაცვლება..
მეოთხე პერიოდი მაიამელებმა ორქულიანი უპირატესობით, 69-67 დაიწყეს. მატჩის მღელვარება კულმინაციას აღწევდა. 02:19 -ით ადრე მაიამი 7 ქულას იგებდა, თუმცა ჯერ პერკინსის, შემდეგ სეფალოშას და შემდეგ ვესტბრუკის ბრწყინვალე გარჯის შემდეგ, მაიამელთა უპირატესობა მხოლოდ 1 ქულაღა იყო. ამ უკანასკნელმა 30 წამით ადრე, სამქულიანი ვერ გამოიყენა, რასაც მაიამელთა კარგი თამაში და საბოლოოდ 91-85 გამარჯვება მოჰყვა..
აღსანიშნავია ლებრონ ჯეიმსის მიერ შესანიშნავად ჩატარებული მეოთხე მეოთხედი, - რომელსაც არცთუ ხშირად ვნახულობთ - მან ამ დროში 7 ქულა მოათავსა.

მატჩის შემდგომ, მაიამელთა დამრიგებელმა ერიკ სპოელსტრამ, გამარჯვების მთავარ ფორმულად კარგი დაცვა დაასახელა, ხოლო სკოტ ბრუქსის თქმით - რომ არა ხშირი ჯარიმები დაცვაში, წარმატების მიღწევა ჩვეულებრივ შეიძლებოდაო.

მაიამი დაწინაურდა !

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით