NBA
ფლორიდა მონარქიამ მოიცვა, მაიამი კვლავაც იგებს !

26 ქულა, 12 პასი, 9 მოხსნა, 2 ჩაჭრა.. ეს ლებრონ ჯეიმსის დღევანდელი მონაგარია. რომ არა მარცხენა ფეხის ტრავმა, დიდი ალბათობის სამმაგ დუბლსაც შეასრულებდა. საბოლოოდ მაიამიმ 104:98 მოიგო და ჩემპიონობას ერთი ნაბიჯი აშორებს !

მატჩი ოკლაჰომელთა სრული უპირატესობით დაიწყო, პარკეტზე რასელ ვესტბრუკი დომინირებდა, ოკლაჰომელთა შესანიშნავ დაცვას შეტევაში ბრწყინვალე თამაში დაერთო და რომ არა ნორის კოულის ბოლო წამს გასროლილი სამიანი, სტუმრები 17 ქულიანი უპირატესობით, 33:16 გავიდოდნენ წინ. მეორე პერიოდში მდგომარეობა დიამეტრალურად შეიცვალა. ლებრონ ჯეიმსი შესანიშნავად ახერხებდა ორმაგი მეურვეობიდან გადაცემების დარიგებას. ტაიმი ოკლაჰომამ 48-47 მოიგო.
მესამე პერიოდშიც მშვენივრად გაისარჯა ჯეიმსი, 10 ქულას მოუყარა თავი და მეოთხედის ბოლოს გუნდი 7 ქულით დააწინაურა..
დარვინის თეორიის თვალსაჩინო მაგალითი, რასელ ვესტბრუკი - მან კარიერის საუკეთესო მატჩი და NBA-ს ისტორიის ერთ-ერთი ბრწყინვალე დაკსვნითი პერიოდი ჩაატარა. სტუმართა კალათში ჩაგდებული 23 ქულიდან 19 (!) მასზე მოდის. რასი საოცარი სიზუსტით ესროდა ბურთებს, ბრწყინვალედ შედიოდა ფარქვეშ და იქედან ათავსებდა ბურთებს, თუმცა სტუმრებს ვესტბრუკმა ვერ უშველა ! მატჩის დასრულებამდე 05:49-ით ადრე ლებრონ ჯეიმსმა ბურთი დაკარგა, მოედანზე დაეცა და საკმაოდ მძიმედ დაშავდა. მსაჯებმა მატჩი გააჩერეს, "მეფე" პარკეტიდან ხელით გაიყვანეს, ამ დროს ანგარიში 92-90 გახლდათ. მალე ოკლაჰომა წინ გაიჭრა, თუმცა 2 წუთში მოედანს ფეხმტკივანი ჯეიმსი დაუბრუნდა, სამქულიანი ჩააგდო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ბოლო წუთებში მაიამიმ უკეთ ითამაშა და ჩემპიონობას მიუახლოვდა.
აღსანიშნავია მარიო ჩალმერსის შესანიშნავად ჩატარებული მატჩი, მან 25 ქულას მოუყარა თავი

ფლორიდა მონარქიამ მოიცვა, მაიამი კვლავაც იგებს !











კომენტარის დამატება
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 7.04.2011
  • Статус: Пользователь offline
  • 279 комментариев
  • 60 публикаций
^
iventusi,
მარიო და ვეიდი ვერაფერს იზავს მარტო.
  • AleC

  • 22 ივნისი 2012 06:36
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 11.06.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 5 комментариев
  • 22 публикации
^
iventusi,

ლებრონმა კონფერენციის ფინალი საშუალოდ 46 წუთი ითამაშა, სუპერფინალს 44 წუთს თამაშობს [დასვენება 2-4 წუთი გამოუდის] ტიპმა აათამაშა მარიოც და უეიდიც, ახლა რასაც ვწერ ერთი ტაიმია დარჩენილი 10 ქულას იგებს მია. ლებრონი 15 ქულა 5 მოხსნა 5 პასი. "ინვალიდმა" მილერმა მაგის პასებიდან 4/4 სამიანი ჩააგდო. ზოგადად "მეფე" არ "მევასება" თუმცა წელს ლიგაში საუკეთესო როა - ორი აზრი არ არსებობს და დამერწმუნე მაგის გარეშე მაიამი მაქსიმუმ კონფერენციის ფინალში გავიდეს..
  • iventusi

  • 21 ივნისი 2012 21:48
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.05.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 133 комментария
  • 2 публикации
^
რაულიტო,კალადბურტს უყურებ რაღაც არ გეტყობა.
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5353 публикации
^
iventusi,
უშანსოდაა აბა რა არის ჯეიმსის გარეშე

--------------------
  • iventusi

  • 21 ივნისი 2012 13:54
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 23.05.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 133 комментария
  • 2 публикации
^
რა უშასოდ მარიო და ვეიდი ტყვილად კი არ ყავს.
  • AleC

  • 20 ივნისი 2012 16:47
  • Группа: წევრი
  • Регистрация: 11.06.2012
  • Статус: Пользователь offline
  • 5 комментариев
  • 22 публикации
^
ხო და 4 მოგებამდეა, თუმცა ჯერ არაა გავრცელებული რამდენად სერიოზულია ლებრონას ტრავმა. ჯეიმსის გარეშე ფაქტობრივად მაიამი უშანსოდაა
  • Группа: system operator
  • Регистрация: 12.09.2010
  • Статус: Пользователь offline
  • 2783 комментария
  • 5353 публикации
^
3-1 ეხლა ანგარიში მაიმის სასრგებლოდ ???

--------------------