თორნიკე შენგელიას 17-ქულიანი განაცხადი NBA-ში დარჩენაზე

თორნიკე შენგელიას 17-ქულიანი განაცხადი NBA-ში დარჩენაზე

12-07-2012, 13:05

თორნიკე შენგელია ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე თამაშს დღითიდღე აუმჯობესებს. მას პირველ მატჩში 2 ქულა ჰქონდა, მეორეში - 8, მესამეში პირველივე პერიოდში გადააჭარბა წინა დღის მაჩვენებელს - 9 ქულა ჩააგდო.

მესამე შეხვედრაში მწვრთნელმა თოკო სასტარტო ხეთეულში დააყენა და არც შემცდარა - საწყის წუთებზე 10-ქულიანი უპირატესობის მოპოვება უმთავრესად ქართველის დამსახურება იყო. მას ბურთი არ აუცილებია - 2 ორქულიანი, 1 სამიანი და 4 საჯარიმო ჩააგდო და 16:6.

როგორც მოგახსენეთ, შენგელიამ პირველი მეოთხედი 9 ქულით დაასრულა. მეორე პერიოდში მხოლოდ ბოლო ერთი წუთი ითამაშა, მესამეში კი საკმარისი დრო ერგო და მონაგარი 6 ქულით გაიმდიდრა - ორი ჯარიმიანი ორქულიანი ჩააგდო.

მწვრთნელმა თორნიკეს შრომა დაუფასა და მეოთხე პერიოდშიც შეიყვანა. საბოლოოდ "ფილადელფიამ" სამქულიანებით ძალიან გააწვალა "ბრუკლინი" და გაიმარჯვა კიდეც - 79:71.

თორნიკე შენგელიას ყველაზე მეტი სათამაშო დრო მესამე შეხვედრაში ერგო და თავისუფლადაც ითამაშა. მისი მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 17 ქულა (9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი, 6-დან 6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 2 პასი, 4 ფოლი, 4 შეცდომა.

"ბრუკლინის" მაისურით 11 წუთი ითამაშა საქართველოს ნაკრების ყოფილმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა (თითო მოხსნა-პასი, ჩაჭრა). "ფილადელფიას" მწვრთნელმა კი "არმიას" უკანახაზელი ჯერემი რიჩარდსონი მოედანზე არ შეიყვანა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 328ავტორი: Wertil^
iventusi,
ბიჭო რატო წერ ეგრე უაზროთ კომენტარებს? ჯილდოები გინდა? მაინც წაგიშლიან ეგეთ კომენტარებს და აზრი?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით