სასიხარულო ამბავი შენგელიაზე
თორნიკე შენგელია ”ბრუკლის ნეთსში“ ითამაშებს! რამდენიმე წუთის წინ ნბა-ს კლუბმა გადაწყვიტა, რომ 20 წლის ქართველი ფორვარდი გუნდში აიყვანოს და მას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
შეთანხმება უკვე მიღწეულია და ეს შენგელიას მებნეჯერმა და ფიბა-ს ლიცენზირებულმა ერთადერთმა ქართველმა აგენტმა ლევან მიქელაძემ კალათბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან გაკეთებულ კომენტარში დაადასტურა.
”ყველაფერი ახლახანს გადაწყდა. ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია, რადგან კლუბს ამის შესახებ მედიით ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც მოლაპარაკებების უშუალო მონაწილე, ვადასტურებ, რომ ”ბრუკლინ ნეთსმა“ შენგელია გუნდში აიყვანა. კონტრაქტი ორწლიანია და შენგელია მომავალ ორ სეზონს ნბა-ში გაატარებს“.
ქართველი ფორვარდის “ბრუკლინ ნეთსში“ გადასვლასთან დაკავშირებით, დღეს ლევან მიქელაძე საგანგებო ბრიფინგს გეგმავს, სადაც ოფიციალურად გააკეთებს კომენტარს და შენგელიას კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრებს.

მოიწონეთ სტატია
კომენტარები