Image

საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა

ქართული კალათბურთი 07-თებ, 15:069 რაულიტო 1435


















საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრე ჩემპიონატის ფავორიტი გუნდების გამარჯვებებით განახლდა. მეორე წრის 1-ლი ტური 4 თებერვალს ბათუმსა და რუსთავში გაიხსნა, 6 თებერვალს კი ტურის მატჩებს თბილისის "სპორტის სასახლემ" უმასპინძლა.

4 თებერვალს რეგიონებში გამართულ შეხვედრებში "შსს აკადემიამ" "ბათუმი" 89:56 დაამარცხა, "რუსთავმა" კი "სტუ"-ს 112:70 აჯობა. აღსანიშავია, რომ ამ შეხვედრაში მიმდინარე ჩემპიონატის ორი რეკორდი დაფიქსირდა: "რუსთავის" უკანახაზელმა მალხაზ აბაიშვილმა 12 პასით პირველ წრეში დეონტა ვონის ("შსს აკადემია") მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა, "რუსთავის" მიერ დაგროვილი 112 ქულა კი ყველაზე მეტია მიმდინარე ჩემპიონატში და ამით პირველ წრეში "ოლიმპის" (106 ქულა) მიერ დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა.

6 თებერვალს "სპორტის სასახლეში" "დინამომ" 68:60 მოუგო "თსუ"-ს, 91:70 გაიმარჯვა "ქუთაისმა" "თსსუ"-ს წინააღმდეგ, ტურის ბოლო შეხვედრაში კი "ოლიმპმა" "სოხუმს" 82:69 აჯობა. "ოლიმპისა" და "სოხუმის" დაპირისპირებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი და "სოხუმის" პრეზიდენტი - მინდია გულუა დაესწრნენ. მინისტრმა და კლუბის პრეზიდენტმა ქართულ სპორტში სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.

საკალათბურთო სუპერლიგა. მე-2 წრე, 1-ლი ტური. 4-6 თებერვალი

4 თებერვალი

ბათუმი - შსს აკადემია 56:89
რუსთავი - სტუ 70:112

6 თებერვალი

თსუ - დინამო 60:68
თსსუ - ქუთაისი 70:91
სოხუმი - ოლიმპი 69:82


მომდევნო ტურში ერთმანეთს ხვდებიან

9 თებერვალი

დინამო - ბათუმი
სოხუმი - შსს აკადემია
თსსუ - რუსთავი
სტუ - თსუ

10 თებერვალი

ქუთაისი - არმია

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (172)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა