მილუოკიმ ორლანდო დაამარცხა, ფაჩულიამ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა

ქართული კალათბურთი / NBA 11-მარ, 12:199 Sportnews 2020 0






ზაზა ფაჩულიას გუნდმა ნბა-ში გამარჯვება იზეიმა. "მილუოკი ბასქმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მილუოკელები ბოლო პერიოდის წინ 3 ქულით ჩამორჩებოდნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს,რაც დაუფასდათ - 105:98.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მოედანზე ხანგრძლივად არ დარჩენილა. ზაზამ 17 :11 წუთი ითამაშა და თამაში 4 ქულით, 6 მოხსნით და თითო ჩაჭრა-დაფარებით დაასრულა. ფაჩულიამ ორლანდოელთა ფარს თამაშიდან 5-ჯერ შეუტია, საიდანაც 2 სროლა ჩააგდო.

მილუოკიმ ორლანდო დაამარცხა, ფაჩულიამ 4 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა


მილუოკელებს 21 ქულით ბრენდონ ნაითმა ულიდერა, რამონ სეშენსმა და ერსან ილიასოვამ კი 16-16 ქულა მოინაგრეს. ამ უკანასკნელმა ორმაგი დუბლი შეასრულა და 16 ქულას 11 მოხსნა მოაყოლა. ორლანდოელებში 14 ქულაზე მეტი არავის ჩაუგდია, არადა, 10-ქულიანი ბარიერი ერთბაშად 7-მა კალათბურთელმა დაძლია და მათ შორის საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი იყო 12 ქულა-12 მოხსნით.

მილუოკელებისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-13 გამარჯვება გახლდათ 63-ე მატჩში. ახლა ფაჩულიას გუნდს 3 გასვლითი მატჩი ელის, რომელთაგან უახლოესი ხვალ, მინესოტაში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018