მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს გამარჯვებით და ბომბარდირობით დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი 15-მარ, 11:089 Sportnews 2032 0






5-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, საქართელოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, სტამბოლის "გალათასარაის" უკანახაზელი მოედანს დაუბრუნდა.
დაბრუნებაცაა და დაბრუნებაც - ისეთი ხანგრძლივი დროით უქმობის შემდეგ, რაც მარკოიშვილს ტრავმის გამო მოუხდა, პირველივე მატჩში საუკეთესო მოთამაშედ აღიარება დიდი ამბავია. მარკოიშვილი მოედანს და "გალათასარაის" ევროლიგის, ყუბანში გამართულ მატჩში დაუბრუნდა და სტამბოლელებს "ლოკომოტივის" დამარცხებაში უდიდესი დახმარება გაუწია

მატჩი უპრინციპულესი მნიშვნელობის გახლდათ. "გალათასარაის" უპირველესი კონკურენტი ევროლიგის მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის საქმეში სწორედ "ლოკომოტივია", რომელიც ცხრილში სტამბოლელების წინ, მე-5 ადგილზე იყო. პლეი ოფში კი ჯგუფის 8 გუნდიდან საუკეთესო 4 გადის. მარკოიშვილის გუნდმა დიდებულად ჩაატარა მატჩი და დააბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით - 67:66 მოიგო. ამ გამარჯვებით "გალათასარაი" 4 მოგებითა და 6 წაგებით "ლოკომოტივს" გაუთანაბრდა.

ყუბანში გამართულ მატჩში მარკოიშვილს არაფერი ეტყობოდა იმისა, რომ ბოლო 5 თვეა, მოედანზე არ გასულა. ქართველმა ლეგიონერმა 32:26 წუთი ითამაშა და საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით (17) თანაგუნდელ კარლოს აროიოსთან ერთად სტამბოლელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მარკოიშვილმა 2-სან 2 ორქულიანი და 8-დან 5 სამიანი ჩააგდო და შეხვედრა 19 ქულით დაასრულა, რასაც 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ზემოთნახსენებმა კარლოს აროიომ 33 წუთში 14 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნა დააგროვა. ლოკომოტიველთაგან მარკოიშვილის დარად 19 ქულა დაგროვა დერიკ ბრაუნმა, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანმა, ლიტველმა მანტას კალნიეტისმა კი ყუბანელებს 14 ქულა შესძინა.

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს გამარჯვებით და ბომბარდირობით დაუბრუნდა



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018