საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ჯეიკობ პულენი დაიცავს

ქართული კალათბურთი 09-მაი, 21:539 Sportnews 928 0






ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ჯეიკობ პულენი დაიცავს. იტალიის უმაღლესი ლიგის გუნდ „ენელ ბრინდისიში“ მოთამაშე 25 წლის ამერიკელი გამთამაშებელი ორმაგი მოქალაქეიბისა და საქართველოს პასპორტის მფლობელია. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში იცავდა და გუნდს ფინალურ ეტაპზე გასვლაში დიდად დაეხმარა.

ჯეიკობ პულენი ამჟამად იტალიის სერია „ა“-ს გუნდ „ენელ ბრინდისიში“ თამაშობს და მატჩში საშუალოდ 14.1 ქულასა და 3.2 პასს აგროვებს. პულენმა წინა სეზონი კატალონიურ „ბარსელონაში“ გაატარა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. მან გაიმეორა პრიმერადივიზიონის ყველა დროის რეკორდი ერთ მატჩში ჩაგდებული სამქულიანების მხრივ. სტუმრად „ვალიადოლიდთან“ გამართულ მატჩში მან 12 სამქულიანი ჩააგდო და ლეგენდარული ბრაზილიელი კალათბურთელის, ოსკარ შმიდტის რეკორდი გაიმეორა.

2012 წელი. 21 აგვისტო. ბოსნია - საქართველო 95:96. ჯეიკობ პულენი და ზაკ რაიტი

პულენს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2012 წლის ზაფხულში, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირზე 8 მატჩი აქვს ჩატარებული და საშუალოდ 16,4 ქულა, 3 პასს და 2 მოხსნას აგროვებდა.

პულენის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა:

„დღეს ოფიციალურად გადაწყდა, რომ ჯეიკობ პულენი საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ევროპის ჩმპიონატზე დაიცავს. ის საქართელოს ნაკრებში 3 წლის წინაც თამაშობდა და გუნდს უდიდესი დახმარება გაუწია. იმედი მაქვს, ის არანაკლებ წარმატებით ითამაშებს მომავალ ევრობასკეტზეც და ჩვენს გუნდს სოლიდური შედეგის მიღწევაში დაეხმარება. პულენი კარგი გამთამაშებელი და მექულეა. მას ადაპტაციის გავლა აღარ დასჭირდება და იმედი მაქვს, ისე ითამაშებს, როგორც მისგან ნაკრების ხელმძღვანელები და გულშემატკივრები ელიან“.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018