Image

ზაზა ფაჩულია: ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა?

ქართული კალათბურთი / NBA 13-ივლ, 13:069 Sportnews 968


















დალასი ტექსასის შტატის დიდი ქალაქია. მას შემოკლებით Big-D-ს უწოდებენ. ზაზა ფაჩულიას კი ამერიკელები Big-Z-ს ეძახიან. ამიერიდან თავისულად შეგვიძლია დავწეროთ: Big-Z Big-D-ში.

31 წლის ქართველი ცენტრი "დალას მავერიქსმა" "მილუოკი ბაქსისგან" წაიყვანა, სანაცვლოდ კი მომავალ წელს დრაფტის პირველი წრის არჩევანი მიიღო.

ეს ის ტრანსფერია, წინასწარ რომ შეიძლება პოზიტიურად ლაპარაკი. აქამდე ფაჩულიამ NBA-ში სამი კლუბი გამოიცვალა ("ორლანდო", "მილუოკი", "ატლანტა") და არც ერთ შემთხვევაში იგი სასტარტო ცენტრად არ აუყვანიათ. "დალას მავერიქსში" კი პირველ ცენტრად წავიდა.

ტექსასელებს თავისუფალ აგენტთა ბაზარზე დეანდრე ჯორდანის შეძენა სურდათ, წინასწარი შეთანხმებაც თითქოს მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" იმდენი მისცა, რამდენსაც "დალასი" სთავაზობდა და ჯორდანმაც ლოს ანჯელესი არჩია.

დეანდრესგან გაცურებულმა "დალასის" ხელმძღვანელებმა ბევრი აღარ იფიქრეს და გაჩნდა მოულოდნელი ცნობა ფაჩულიას "მავერიქსში" გადასვლის შესახებ. იქ მას ნომინალური ცენტრი არ დახვედრია, სამაგიეროდ, უნივერსალი ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი მიეგებება.

კლუბის მეპატრონე მარკ კუბანს იმედი აქვს, რომ "დალასის" ევროპული წინა ხაზი დასავლეთის კონფერენციის გიგანტებს ღირსეულად დაუდგება:

- დიდი სურვილი გვქონდა, ჩვენს გუნდში ზაზა ფაჩულია გვეხილა. საამისოდ ყველაფერი ვიღონეთ და მიზანსაც მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, იგი "დალასს" სათანადოდ დაეხმარება. ზაზა კარგი მომხსნელია და საშუალო დისტანციიდანაც ისევე კარგად შეუძლია ტყორცნა, როგორც... დირკ ნოვიცკის.

ქართველი ცენტრის "მილუოკიდან" წასვლა იმიტომაც იყო მოულოდნელი, რომ განვლილ სეზონში ზაზა მწვრთნელ ჯეისონ კიდის სათამაშო სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ელემენტი იყო... თუმცა, როგორც თავად ფაჩულია ამბობს, NBA დიდი ბიზნესია და ბევრი რამ სწორედ მის წესებს ემორჩილება.

ჩვენი მკითხველისთვის ჯეისონ კიდის მოსაზრებაც საინტერესო უნდა იყოს:

- ზაზა ფაჩულია კონკურენტუნარიანი

მოთამაშეა. ის უდიდესი ნაწილი იყო ჩვენი გუნდისა. მძიმე ტრავმის შემდეგ მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და გუნდისთვის ისეთი მოთამაშე და პერსონა იყო, უკეთესს რომ ვერ ისურვებდი. გულდასაწყვეტია, რომ მასთან მუშაობას ვეღარ გავაგრძელებთ.

დალასელთა და მილუოკელთა კომენტარები გაგაცანით, ახლა თავად ზაზა ფაჩულიას ჯერია:

- "მილუოკი ბაქსი" დიდი ოჯახია, ყველა ყველაზე ზრუნავს. მეც ვცდილობდი, მხარში დავდგომოდი ახალგაზრდა კალათბურთელებს და თუ რამით დავეხმარე, ძალიან გამეხარდება.

ამ გუნდთან ერთად პირველი სეზონი წარუმატებელი გამოვიდა, მეორე - კარგი. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ერთ სეზონში თამაშს აუმჯობესებ და ეს შედეგებზეც ისახება.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი დირკ ნოვიცკისთან თამაშის პერსპექტივით გახარებული ჩანს:

- ცოტა აღელვებულიც ვარ. ნოვიცკის გვერდით თამაში რაღაც განსაკუთრებულია, არა? რაც მას NBA-ში აქვს გაკეთებული, შეუფასებელია. ვეცდები, ნოვიცკის მაქსიმალურად დავეხმარო.

მოტივირებული ვარ ისე, როგორც არასოდეს. მინდა გუნდის მატჩებს კარგ ფორმაში შევხვდე და "დალას მავერიქსის" მდიდარი ისტორიის ნაწილად ვიქცე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (326)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა