ქართული კალათბურთი
დავით უსტიაშვილი თბილისის ‘’ტიტების’’ მთავარი მწვრთნელი გახდა

თბილისის ‘’ტიტების’’ ახალი მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი გახლავთ, ვეტერანი კალათბურთელი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თბილისურ გუნდში ბათუმის "ბათუმიდან" მივიდა.

უსტიაშვილს ზურგს საკმაოდ დიდი გამოცდილება უმაგრებს. წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გორდონ ჰერბერტის და იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი თანაშემწე გახლდათ, ხოლო ასაკობრივი ნაკრებში მთავარი მწვრთნელი

დავით უსტიაშვილი თბილისის ‘’ტიტების’’  მთავარი მწვრთნელი გახდა


უსტიაშვილი ასევე არის ‘’ბ’’ ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

დათოს სუპერლიგაში არა ერთ გუნდში უმუშავია, თსუ, რუსთავის ენერჯი ინვესტი, ბათუმი, შსს აკადემია, და ქუთაისი 2010.

განსაკუთრებით წარმატებულად ენერჯიში მუშაობდა, რუსთაველებს სამჯერ საქართველოს ჩემპიონობა და დუდუ დადიანის მემორიალი მოაგებინა, 2-ჯერ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი და სუპერთასი, 2009 წელს კი საქართველოს თასი.

2006 წელს თსუ-ს თასი და სუპერთასი ააღებინა, ქუთაისს და ბათუმს კი ბრინჯაოს მედლები.

წყარო : "ტიტების" ოფიციალური გვერდი











კომენტარის დამატება