საქართველოს ნაკრების წევრი თბილისის "ტიტებში" ითამაშებს

ქართული კალათბურთი 31-ოქტ, 13:309 Sportnews 2126 0





თბილისის "ტიტები" ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად ძლიერდება, გუნდს საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელი შეურთდა.

ტიტების’’ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბესიკ ლეჟავა ახალი სეზონიდან სწორედ ამ გუნდის რიგებში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ‘’ტიტებში’’ "ბათუმიდან" გადავიდა.

ლეჟავას გულშემატკივრების წინაშე ზედმეტი წარსდგენა არ სჭირდება, სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლავთ, რომელსაც არაერთი წამყვანი გუნდის მაისური მოურგია და ყველგან ლიდერი გახლდათ. ბესო დღეს ‘’ტიტებშია’’ ცდილობს თავის გამოცდილება და მოტივაცია ახალგაზრდა მოთამაშეებს გაუზიაროს.

შეგახსენებთ, რომ ბესომ საქართველოს ნაკრებთან ერთად ორჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე (2013 და 2015 წელს).

საქართველოს ნაკრების წევრი თბილისის "ტიტებში" ითამაშებს


ბესიკ ლეჟავა
დაიბადა: 21.02.1986
სიმაღლე: 193 სმ.
პოზიცია: უკანახაზელი
კარიერა:
2003-2004 თსუ
2004-2005 დიჟონი (საფრანგეთი)
2005-2007 თსუ
2007-2009 ენერჯი ინვესტი
2009-2010 ბათუმი
2010-2011 შსს
2011-2012 აპოლონი (კვიპროსი)
2012 შსს
2013 არმია
2013-2015 დინამო თბილისი
2015-2017 ბათუმი
ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი 2008 2009 2014
საქართველოს თასი 2006 2009 2015
სუპერთასი 2006 2008
დუდუ დადიანის მემორიალი 2008
ქორქია-საკანდელიძის მემორიალი 2009 2014

წყარო : "ტიტების" ოფიციალური გვერდი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა