Image

ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ

ქართული კალათბურთი 20-თებ, 11:049 Sportnews 894


ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ


გუშინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გიორგი ცინცაძე და გოგა ბითაძე შეუერთდნენ. ცინცაძე თბილისში რუმინეთიდან ჩამოვიდა, სადაც ერთი დღით ადრე ამ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის მატჩში ითამაშა. ბითაძეს რაც შეეხება,მან სერბეთის თასის ნახევარფინალში შაბათ საღამოს მიიღო მონაწილეობა, გუშინ კი თბილისში დაბრუნდა და ცინცაძესთან ერთად, რომ იტყვიან, პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა სპორტის სასახლეში გამართულ საღამოს ვარჯიშზე.

არც ერთ მათგანს არ უვარჯიშია. ცინცაძეს, რომელსაც ტრავმის გამო თითქმის 3 თვე გაუცდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად რამდენიმე დღის წინ გავიდა, ნაკრების ექიმმა ნატრავმალ ფეხზე მასაჟი გაუკეთა, რის შემდეგაც გუნდის ძირითადი გამთამაშებელი ბითაძესთან ერთად ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნებდა თვალს. რაც შეეხება მოედანზე მიმდინარე ამბებს, ილიას ზუროსმა გუნდს დატვირთული ვარჯიში ჩაუტარა. სროლები, კომბინაციები, სწრაფი შეტევები, მოთელვები – ბერძენმა სპეციალისტმა თავისი სამწვრთნელო არსენალი თითქმის სრულად გამოიყენა და კალათბურთელები გვარიანად მოქანცა.

ცინცაძე და ბითაძე დღეს დილას ივარჯიშებენ, საღამოს კი ნაკრები ავსტრიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს და ის 12 კალათბურთელიც დასახელდება, რომლებიც 21 თებერვალს, დილის 10:20 საათზე გეზს ვენისკენ აიღებენ. შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 23 თებერვალს, ვენის Schwechat არენაზე, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (142)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]