Image

თორნიკე შენგელია MVP-ის ტიტულისთვის იბრძოლებს

ქართული კალათბურთი 20-თებ, 22:449 Sportsman 393


















საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის წლის MVP-ის ტიტულზეა წარდგენილი.

ქართველთან ერთად ამ პრესტიჟულ ჯილდოზე პრეტენზიას კიდევ 8 კალათბურთელი აცხადებს. ესენი არიან: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი), ნანდო დეკოლო (ცსკა), ბრედ ვანამაკერი (ფენერბაჰჩე), იან ვესელი (ფენერბაჰჩე), პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი), ალექსეი შვედი (ხიმკი), სერხიო როდრიგესი (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (რეალი).

9 კალათბურთელიდან ევროლიგის 16 გუნდის მწვრთნელი ხმას ერთ მათგანს აძლევს, თუმცა მათ შეუძლიათ სხვა კალათბურთელიც დაასახელონ. ამის შემდეგ გამოვლინდება სამი საუკეთესო სპორტსმენი.

ამ სამი კალათბურთელიდან საბოლოოდ გამარჯვებულის ვინაობას კი გულშემატკივართა ხმები გადაწყვეტს.

წყარო: imedinews.ge

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (264)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა