ფიბას რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა

ქართული კალათბურთი 03-მარ, 01:499 Sportnews 1462 0






ფიბას რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა


ფიბა (კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია) მაყურებელთა დასწრებადობის რეიტინგს აქვეყნებს, რომლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც სულ 32 თამაში ჩატარდა, თებერვლის ფანჯარაში მაყურებელთა დასწრებადობის დონემ ევროპულ ქვეყნებში 80%-იან მაჩვენებელს მიაღწია.

მეორე ფანჯრის პერიოდში ათასობით ადამიანი გულშემატკივრობდა საკუთარი ქვეყნის ნაკრებებს, რამაც თამაშებს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და უფრო სანახაობრივი გახადა.

წარმოგიდგენთ ტოპ ხუთ ქვეყანას, სადაც მაყურებელთა დასწრებადობამ უმაღლეს დონეს მიაღწია:

საქართველო – 9, 000 გულშემატკივარი (გერმანიის წინააღმდეგ)
ესპანეთი – 8,573 (მონტენეგროს წინააღმდეგ)
შვედეთი – 8,045 (თურქეთის წინააღმდეგ)
რუსეთი – 7,457 (ბოსნია-ჰერცოგოვინას წინააღმდეგ)
ლატვია (თურქეთის წინააღმდეგ) და უკრაინა (შვედეთის წინააღმდეგ) – 6,500
საფრანგეთმა და იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ფანჯარაში გაიმეორეს პირველი ფანჯრის შედეგი, მთლიანად შეავსეს საკუთარი დარბაზები და კვლავ დაუმარცხებლად განაგრძობენ ასპარეზობას (4-0).

ავსტრია, ბელორუსია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, გერმანია, ისრაელი, პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი და უკრაინა იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად მიაღწიეს დასწრებადობის მაქსიმალურ ნიშნულს.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018