ილიას ზუროსი: დიქსონი საქართველოს ნაკრებში კვლავ ითამაშებს

ქართული კალათბურთი 14-სექ, 20:589 Sportsman 2045 0



ილიას ზუროსი: დიქსონი საქართველოს ნაკრებში კვლავ ითამაშებს



საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა "ისრაელთან" გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ზუროსის განცხადებით, საქართველომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა, რაც დასაფასებელია, თუმცა აუცილებელია ახალ მოთამაშეებზე ყურადღების გამახვილება.

" მსურს ჩემს კალათბურთელებს გამარჯვება მივულოცო. მთელი მატჩის განმავლობაში ყოველი მათგანი ბოლოომდე იბრძოდა, რამაც შეხვედრის საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.
კალათბურთელები ერთად დიდ დროს ვერ ატარებენ რაც ხშირად შედეგებზე ისახება. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, რის გამოც ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომელიც საოცარ ატმოსფეროს ქმნიან.

კითხვაზე, თუ რატომ წავიდა მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებიდან ილიას ზუროსმა შემდეგი პასუხი გასცა :

მაიკლმა ნაკრებში სამი წელი გაატარა და მას დასვენებაც ესაჭიროება. დიქსონი საქართველოს ნაკრებში კვლავ ითამაშებს, თუმცა მოგვიანებით.

გვსურს შეგახსენოთ, რომ 2019 წლის მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს, ეროვნული ნაკრები 16 სექტემბერს გამართავს და საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018