ფაჩულიამ „დეტროიტს“ 13 ქულა ჩაუგდო

ფაჩულიამ „დეტროიტს“ 13 ქულა ჩაუგდო

21-03-2011, 18:06

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსმა" რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში "დეტროიტ პისტონზთან" ურთულესი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. ჯორჯიელებმა მეტოქე 104:96 დაამარცხეს, ფაჩულიამ კი მოედანზე 13 წუთი და 13 წამი გაატარა და 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ატლანტის Philips Arena-ზე შეკრებილმა მაყურებელმა საინტერესო ორთაბრძოლა იხილა, რომელშიც თავიდანვე მასპინძლები დაწინაურდნენ, მაგრამ დეტროიტელები მასპინძლებს დიდი ანგარიშით წინ გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ, გამარჯვებულის ვინაობა კი საბოლოოდ მეოთხე პერიოდის მიწურულს გამოვლინდა.

ამ გამარჯვების შემდეგ ატლანტელებს 40 მოგება და 30 მარცხი აქვთ და გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად მეხუთე პოზიციაზეა.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით