Image

ქართველების იტალიური გამარჯვებები

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 18-აპრ, 22:479 Sportnews 1625


















წარმატებული დღე ჰქონდათ იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებს. სამივე ჩვენებურის გუნდმა გაიმარჯვა. მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც ამ ტურში შინ „ბიელა“ 82:77 დაამარცხა. მარკოიშვილი ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა.

მარკოიშვილმა 3–დან 2 ორქულიანი და 3–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა და 7 ქულას დასჯერდა. მანუჩრმა 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა. კანტუელებს 26 მატჩიდან 20 გამარჯვება აქვთ და ისინი „სიენას“ შემდეგ იტალიაში მეორე ადგილზე არიან.

წაგებების შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“. ბოლონიელებმა სტუმრად „ვანოლი“ 95:88 დაამარცხეს. ქართველი ფორვარდი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 25 წუთით გავიდა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო. ვიქტორს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მან 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, რასაც 1 პასიც მოაყოლა. სანიკიძემ 5–დან 3 ოქრულიანი, 2–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 13-13 მოგებ-წაგებით „კანადიან სოლარი“ მე–7 ადგილზეა და საპლეიოფო 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის.

სტუმრად 83:75 იმარჯვა 18 წლის მერაბ ბოქოლიშვილის „ეარ აველინომ“, თუმცა ახალგაზრდა ქართველს არც ამჯერად მისცემია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ის სათaდარიგო იყო. „აველინო“ კი მე–4 ადგილზე იმყოფება. თუმცა მასაც „კანადიან სოლარივით“ 13–13 მოგებ–წაგება აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებითაა დაწინაურებული.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (163)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა