სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდებმა ქართველების დახმარებით მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 02-მაი, 15:329 admin 1411 0






იტალიის სერია A
სანიკიძის და მარკოიშვილის გუნდებმა ქართველების დახმარებით მორიგი გამარჯვებები მიითვალეს

მანუჩარ მარკოიშვილმა და ვიქტორ სანიკიძემ მორიგ ტურში 7–7 ქულა დააგროვეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ფარზეც იყოჩაღა და 12 მოხსნით მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. და რაც მთავარია, ორივე ქართველის გუნდმა მოიგო: მარკოიშვილის „კანტუმ“ „სკავოლინი“ 63:55 დაამარცხა, ხოლო სანიკიძის „კანადიან სოლარმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ბიელას“ 83:81 სძლია.



სანიკიძე ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 31 წუთი გაატარა და თავისიანთაგან ერთ–ერთი ყველაზე სარგებლიანი გახლდათ. ვიქტორმა 6–დან 2 ორქულიანი და ერთადერთი სამიანი ჩააგდო, 7 ქულა დააგროვა და როგორც ვთქვით, მატჩში უმეტესი 12 მოხსნაც მიითვალა. ამას გარდა, სანიკიძეს 3 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 პასიც ჰქონდა.



სანიკიძის გუნდს 14 მოგება და ამდენივე წაგება აქვს და სერია A–ს ცხრილში „ვარეზესთან“ VI-VII ადგილებს იყოფს. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ კი მეორე ადგილი შეინარჩუნა. „სკავოლინის“ დამარცხების შემდეგ კანტუელებს 21 მოგება და 7 მარცხი აქვთ.



მარკოიშვილმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და 7 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მარკოიშვილმა ზუსტად ისროლა ორივე ორქულიანი, შორი დისტანციიდან კი მიზანი გაუმრუდდა – 5 ცდიდან მხოლოდ 1 ჩააგდო. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი.







ესპანეთის პრიმერადივიზიონი

საქართველოს ნაკრების ტრავმირებული წევრის, ტორინ გრინის „გრან კანარია“ პლეი ოფშია. კუნძულელებმა დღეს უშუალო კონკურენტი „უნიკახა“ 89:84 დაამარცხეს და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრა გაინაღდეს.



ამავე დროს გაირკვა ისიც, რომ ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“, ქართულპასპორტიანი ქუინტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ და ტაირონ ელისის „ესტუდიანტესი“ პლეი ოფის მიღმა დარჩნენ. „ხუვენტუდმა“ დღეს სარაგოსაში 74:91 წააგო, საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა ჰოსლიმ კი 30:28 წუთში 6 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქუინტონმა 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018