Image

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში გამართა

ქართული კალათბურთი 13-ივლ, 11:439 admin 2465


















დღეს საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში მიემგზავრება, სადაც 14 ივლისიდან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი აიღებს სტარტს.



B დივიზიონის A ჯგუფში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები პოლონეთის, მაკედონიის, ესტონეთის, შვეიცარიისა და რუმინეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. ელიტარული, A დივიზიონის საგზურს ტურნირზე 1–2 ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ.

20-წლამდელთა ნაკრებმა ევროჩემპიონატზე გამგზავრების წინ ღია ვარჯიში გამართა


20-წლამდელებმა შეკრების დროს ოთხი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს, აქედან სამი, ზვოლეს (ნიდერლანდები) საერთაშორისო ტურნირში, ხოლო ერთი, ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებთან. 20-წლამდელებმა ნიდერლანდების 20 და 23-წლამდელებს, შესაბამისად, 87:64 და 87:83 მოუგეს, ხოლო ავსტრიის 20-წლამდელებთან 82:89, ხოლო ეროვნული წევრობის კანდიდატებთან 77:85 დამარცხდნენ.



გუშინ 20-წლამდელთა ნაკრებმა გამგზავრების წინ ბოლო ვარჯიში გამართა, რომელსაც ჟურნალისტებიც დაესწრნენ. მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა დაასახელა ის 12 კალათბურთელი, რომელსაც სარაევოში იახლებს.







გამთამაშებლები: გივი ბაქრაძე (უგუნდო), იოსებ ლეჟავა (თსსუ), ტატო თავართქილაძე (თსსუ)

მსროლელები: ბექა ჩიკვილაძე (სტუ), მერაბ ბოქოლიშვილი (აველინო, იტალია), დუდა სანაძე (ბთაუმი)

მსუბუქი ფორვარდი: აკაკი ლომოური (სტუ)

მძიმე ფორვარდი: ნოდარ თენეიშვილი (ბათუმი), თორნიკე შენგელია (პეპინსტერი, ბელგია), გიორგი რევაზაშვილი (მაკაბი)

ცენტრი: აკაკი დვალიშვილი (თსსუ), ბექა ბექაური (თსსუ)

მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

ასისტენტი: არჩილ ჟღენტი



A ჯგუფის შეხვედრათა განრიგი
14 ივლისი
მაკედონია – პოლონეთი
რუმინეთი – ესტონეთი
საქართველო – შვეიცარია


15 ივლისი
პოლონეთი – რუმინეთი
ესტონეთი – შვეიცარია
საქართველო – მაკედონია


16 ივლისი
საქართველო – პოლონეთი
მაკედონია – ესტონეთი
შვეიცარია – რუმინეთი


17 ივლისი
რუმინეთი – მაკედონია
პოლონეთი – შვეიცარია
საქართველო – ესტონეთი


18 ივლისი
საქართველო – რუმინეთი
ესტონეთი – პოლონეთი
მაკედონია – შვეიცარია




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (262)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა