20-წლამდელებმა ევროპირველობა შვეიცარიის ძლევით დაიწყეს

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 16-ივლ, 11:079 admin 1523 0





საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში თამაში. დავოთ უსტიაშვილის გაწვრთნილმა ახალგაზრდებმა ჯგუფში პირველივე მეტოქე – შვეიცარია დაამარცხეს. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. ქართველები მესამე მეოთხედში 12 ქულას (49:37) იგებდნენ, მაგრამ შვეიცარიელებმა მოახერხეს და ანგარიში გაათანაბრეს. ბოლო მეოთხედმა ქულა–ქულაში ჩაიარა და ქართველებმა ყველაზე მთავარ მომენტშილ, ბოლო 2 წუთში იყოჩაღეს და საბოლოოდ 8 ქულის სხვაობით – 82:74 გაიმარჯვეს.


თორნიკე შენგელია: 27 წუთი, 31 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება



საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია მოედნიდან ხუთი პერსონალურის გამო გავარდა, თუმცა 19 წლის შენგელია ვალმოხდილი გავიდა მოედნიდან – მატჩის დასრულებამდე 3 წამი რჩებოდა, საქართველო კი 7 ქულით ლიდერობდა და გამარჯვება განაღდებული ჰქონდა. არადა, შენგელია მესამე მეოთხედის სადებიუტო წუთებიდან 4 პერსონალურით თამაშობდა. დავით უსტიაშვილი მის პროფესიონალიზმს ენდო და მოედნიდან დაუყოვნებლივ არ გაიყვანა. თორნიკემ ყველაფერი კარგად შეასრულა. ის დაცვაში მეტად აკურატულად თამაშობდა და შეტევაში იმდენად აქტიური იყო, რომ ქულების მოხვეჭა არ უძნელდებოდა. საბოლოოდ შენგელიამ 31 ქულა დააგროვა. მან თამაშში პირველი საჯარიმო მატჩის ბოლო წუთზე ააცილა, არადა, მანამდე 13-დან 13 ჰქონდა ჩაგდებული.



შესანიშნავად ითამაშა ქართველების ნომინალურმა ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც თამაშიდან ნასროლი 9 ბურთიდან 7 მოათავსა შვეიცარიელთა კალათში. საბოლოოდ დვალიშვილს 15 ქულა და 8 მოხსნა დაუგროვდა. მასზე ქულით მეტი ჩააგდო და გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბექა ჩიკვილაძემ.



საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ხვალ, 15 ივლისს, მაკედინიასთან გამართავს, რომელიც დღეს პოლონეთთან 71:74 დამარცხდა. ჩვენსავე ჯგუფში ესტონეთმა რუმინეთი 85:50 გაანადგურა.



ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარევო. 14 ივლისი

შვეიცარია 74:82 საქართველო

13-15, 20-18, 20-24, 21-25



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა