Image

20–წლამდელებმა პოლონეთიც დაამარცხეს. წინ რუმინეთია

ქართული კალათბურთი 17-ივლ, 19:369 Sportnews 1849


















საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები უდანაკარგოდ მიიწევს წინ. დავით უსტიაშვილის გუნდმა მესამე მეტოქეც დაამარცხა და სამიდან სამი გამარჯვებით ესტონეთთან ერთად ჯგუფის ლიდერია. ქართველებმა ამჯერად პოლონეთი დაამარცხეს. გუნდური თამაშის წყალობით უსტიაშვილის შეგირდებმა მეტოქეს 76:69 მოუგეს.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად – 46:32 მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედში საქმე გაურთულდა და პოლონელებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 57:55. საქართველოს ნაკრებს ახლიდან მოუწია ძალების მობილიზება და ბოლო მეოთხედში ამ ამოცანას კარგად გაართვა თავი. გუნდური თამაშის წყალობით უსტიაშვილის გუნდმა გადამწყვეტი მეოთხედი 19:14 მოიგო და საბოლოო წარმატებასაც მიაღწია.

ჩვენს ნაკრებს კვლავ თორნიკე შენგელიამ ულიდერა, რომელმაც 26 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. 13 ქულა დუდა სანაძის ანგარიშზეა, ხოლო ბექა ჩიკვილაძემ და აკაკი დვალიშვილმა შეხვედრა 12–12 ქულით დაასრულეს.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქე რუმინეთი იქნება, რომელმაც ბოლო ტურში შვეიცარია დაამარცხა. ჯგუფს 2 ლიდერი ჰყავს – საქართველო და ესტონეთი, რომლებიც ერთმანეთს ბოლო ტურში ხვდებიან. თუკი დღეს საქართველომ რუმინეთი დაამარცხა, ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.

ევროპის ჩემპიონატი 20-წლამდე კალათბურთელთა შორის. B დივიზიონი. 16 ივლისი

საქართველო 76:69 პოლონეთი

25:17, 21:15, 11:23, 19:14





1. ესტონეთი 3 3/0 271/190 6

2. საქართველო 3 3/0 245/218 6

3. რუმინეთი 3 2/1 173/194 5

4. პოლონეთი 3 1/2 205/217 4

5. მაკედონია 3 0/3 222/256 3

6. შვეიცარია 3 0/3 185/226 3



16 ივლისი

მაკედონია – ესტონეთი 76:95
შვეიცარია – რუმინეთი 47:53

A ჯგუფის დარჩენილ შეხვედრათა განრიგი
17 ივლისი
რუმინეთი – მაკედონია
პოლონეთი – შვეიცარია
საქართველო – ესტონეთი

18 ივლისი
საქართველო – რუმინეთი
ესტონეთი – პოლონეთი
მაკედონია – შვეიცარია

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა