Image

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა A დიზივიონის საგზური მოიპოვა

ქართული კალათბურთი 24-ივლ, 12:089 Sportnews 1620


















საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები A დივიზიონშია. დავით უსტიაშვილის გუნდმა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ფინალში გააღწია.

საქართველომ ნახევარფინალურ მატჩში დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში ჩეხეთი დაამარცხა და ფინალში გავიდა. მოიგებს თუ არა საქართველო ფინალს, ამას სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს – დავით უსტიაშვილის გუნდმა დასახული მიზანი შეასრულა და დინალში გასვლით A დივიზიონის საგზური მოიპოვა.

ქართველები A დივიზიონშ გადასვლას ზეიმობენ

ქართველებმა გმირულად მოიგეს ეს შეხვედრა. გამარჯვების სულის ჩამდგმელი თორნიკე შენგელიაა, რომელიც მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა ჩვენს ნაკრებს, თუმცა სწორედ მაშინ დაამტკიცა თავისი ეს ფუნქცია, როცა ნაკრებს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.

საქართველო ორჯერ იგებდა 10 ქულით, მაგრამ ლიდერობა ორჯერვე ხელიდან გამოეცალა. ცბიერი ჩეხები ქართველებს პატარა შეცდომასაც კი არ პატიობდნენ და თვალის დახამხამებაში აბათილებდნენ სოლიდურ ჩამორჩენას. 23:13, 32:22 – საქართველო არაერთხელ ლიდერობდა დამაჯერებლად, თუმცა მეტოქემ მაინც ახერხებდა არათუ ჩამორჩენის აღმოფხვრას, არამედ დაწინაურებასაც კი.

ბოლო მეოთხედის წინ საქართველო ქულით იგებდა, ხოლო საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე ქართველები 61:57 იგებდნენ, თუმცა ჩეხებმა მორიგი შტურმო მოაწყვეს და მომდევნო 5–წუთეული 13:3 მოგვიგეს და დასრულებამდე 3 წუთით ადრე 70:64 დაწინაურდნენ. ასეთ ვითარებაში ჩავარდნილმა საქართველოს ნაკრებმა ლამის სასწაული მოახერხა. აკაკი დვალიშვილმა 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შემდეგაც თამაში თავის თავზე თორნიკე შენგელიამ აიღო. შეხვედრაში ქართველების ბოლო 7 ქულა შენგელიამ წუთნახევარში მიითვალა. აქედან ბოლო ორქულიანი მან საფინალო სირებამდე 15 წამით ადრე ჩააგდო, რის შემდეგაც საქართველო 73:72 დაწინაურდა. ქართველების მწყობრი დაცვის გამო ჩეხებს მომდევნო შეტევა ჩაუვარდათ და საჯარიმოს ხაზიდან შენგელიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 74:72. უნდა აღინიშნოს ერთი რამ: შენგელიამ 21 საჯარიმო ესროლა. ეს ნიშნავს, რომ მას ჩეხები ფაქტობრივად ვერ აჩერებდნენ და ამიტომაც მის წინააღმდეგ ჯარიმებს მიმართავდნენ. შენგელიამ საბოლოოდ 33 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.

საქართველოს ნაკრები ფინალშია, სადაც მეტოქეს ელოდება – ან ბელგია, ანაც ესტონეთი – ამ გუნდების მატჩი ამ წუთებში მიმდინარეობს. ფინალი ფინალად და მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები A დივიზიონშია და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. 23 ივლისი

საქართველო 74:72 ჩეხეთი

23-18, 14-20, 19-17, 18-17

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 24 ივლისი 2011 12:29
აბა ძალიან კარგი სიახლეე , ეს იმისკენ მიუთითებს, რომ საქართველოს ნაკრებს კალათბურთში მომავალი აქვს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 24 ივლისი 2011 12:22
ძალიან კარგი და გასახარი სიახლეა, ყოჩაღ ბიჭებს
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა