Image

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონია

ქართული კალათბურთი 25-ივლ, 07:479 Sportnews 1937


















საქართველოს ეროვნული ნაკრები B დივიზიონის ჩემპიონია. დავით უსტიაშვილის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც 22 გუნდი მონაწილეობდა, ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. მას შემდეგ, რაც ქართველებმა გუშინდელ ნახევარფინალში ჩეხეთს აჯობეს და A დივიზიონის საგზური გაინაღდეს, დღეს ფინალი ითამაშეს და ესტონეთის ნაკრები დამაჯერებლად – 79:70 დაამარცხეს.

ესტონეთი საქართველოს ნაკრებთან პირველ ჯგუფურ ეტაპზე იყო და მაშინ უსტიაშვილის გუნდმა დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე მერაბ ბოქოლიშვილის ზუსტი სროლის წყალობით 78:77 დაამარცხა. მას შემდეგ ესტონეთმა წაუგებლად განვლო ტურნირი და ფინალამდე მივიდა. თუმცა ამჯერად ქართველებს საქმე ბოლო წუთამდე არ მიუყვანიათ – გამართული და დამაჯერებელი თამაშის წყალობით ჩვენმა 20–წლამდელებმა ბალტიელები დაამარცხეს და სარაევოში დასრულებული B დივიზიონის საუკეთესო ნაკრების ტიტული ირგუნეს.

საქართველოს ნაკრებში კვლავ თორნიკე შენგელია გამოირჩა, რომელმაც კვლავ მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება – 26 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 2 ჩაჭრა. აკაკი დვალიშვილიც ორმაგი დუბლით გამოირჩა: 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. კიდევ ერთი კალათბურთელი, ორმელიც 10–ქულიან ზღვარს ასცდა, დუდა სანაძე გახლდათ – მისი მონაგარი 16 ქულაა.

საქართველოს 20–წლამდელთა ნაკრები საქართველოში სამშაბათს დაბრუნდება. რაც შეეხებათ ამ წარმატების სულისჩამდგმელებს – თორნიკე შენგელიას და მწვრთნელ დავით უსტიაშვილს, ისინი ბოსნიიდან ავსტრიაში გადავლენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდებიან.


ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია. სარაევო. ფინალი. 24 ივლისი

საქართველო 79:70 ესტონეთი

20:17 20:22 23:16 16:15

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 25 ივლისი 2011 07:51
საკმაოდ კარგი წარმატება ა, ყოჩაღ ბიჭებს , წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის , 22
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა