თორნიკე შენგელია საუკეთესოდ აღიარეს

ქართული კალათბურთი 25-ივლ, 07:519 Sportnews 1703 2






თორნიკე შენგელია ბოსნიაში დასრულებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ასევე მას გადაეცა საუკეთესო თავდამსხმელის პრიზიც. ესე რომ არ მომხდარიყო – გასაკვირი ის იქნებოდა, რადგან შენგელიაზე უკეთესად სარაევოში არავის არ უთამაშია. 19 წლის პერსპექტიულმა კალათბურთელმა საქართველოს ნაკრებს ჩემპიონობა მოაპოვებინა.

შენგელიამ ბოსნიურ ტურნირზე 9 თამაში ჩაატარა, საიდანაც 7–ში ორმაგი დუბლი შეასრულა. თორნიკე მატჩში საშუალოდ მოგროვებული 30 ქულით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ხოლო მოხსნებში (12) ის მხოლოდ დანიელ იონას ბერგსტედტს (13,5) ჩამორჩა. თორნიკე იყო ძალიან გამორჩეული და საქართველოს ნაკრებს არაერთხელ პირადად მოაგებინა.

შენგელია ევროპის ჩემპიონატზე:

შვეიცარიასთან 27 წუთი, 31 ქულა, 6 მოხსნა.

მაკედონიასთან 38 წთ, 40 ქ, 16 მ, 5 დაფარება

პოლონეთთან 34 წთ, 26 ქ, 12 მ, 3 პასი, 3 ჩაჭრა

ესტონეთთან (ჯგუფში) 32 წთ, 33 ქ, 15 მ

რუმინეთთან 32 წთ, 22 ქ, 11 მ, 3 დ.

ბულგარეთთან 35 წთ, 30 ქ, 21 მ, 3 პ.

დანიასთან 34 წთ, 28 ქ, 5 მ, 4 ჩ.

ჩეხეთთან 39 წთ, 33 ქ, 12 მ, 4 პ.

ესტონეთთან (ფინალი) 34 წთ, 26 ქ, 10 მ, 4 პ. 4 დ, 2 ჩ.

შენგელია 20-წლამდელებთან ერთად საქართველოში არ ბრუნდება. ის ავსტრიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის მოემზადება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 2

admin 25-ივლ, 16:54

შენგელია მართლაც ძალიან ძალიერი კალათბურთელია ასე რომ ეს აღიარება დამსახურებულია :)

Sportnews 25-ივლ, 07:53

ძალიან კარგი ტურნირი გამოუვიდა შენგელიას, პირველი საქართველო ჩემპიონი გახდა, მეორე შენგელია საუკეთესოდ დასახელდა, მესამეც მიიღო უდიდესი პრაქტიკა, რაც ნაკრებს გამოადგება ევროპაზე, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელია შენგელია მართლაც
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018