Image

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა

ქართული კალათბურთი 02-აგვ, 13:009 admin 1572


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ვერ გავიდა. მაკედონიაში მიმდინარე ევროპირველობის B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ტურში, გია კაზანჯიანის გუნდი რუმინეთთან 47:64 დამარცხდა და IX-XVI ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო.


რუმინეთთან მატჩი კარგად კი დაიწყეს ჩვენებმა, მაგრამ პირველი მეოთხედის შემდეგ მეტოქემ იძალა. მათი ცენტრი ანდრეი ჩიორდაში ქართველებმა ვერაფრით შეაჩერეს. ამ ახოვან კალათბურთელს რუმინელთა პირველ ტაიმში ჩაგდებული 36 ქულიდან 24 საკუთარ ანგარიშზე ჩაეწერა. მან 10 ცდიდან 9 ორქულიანი ჩააგდო. ერთი სიტყვით, მისი გამჩერებელი ვერავინ მოინახა. მიუხედავად იმისა, რომ არჩილ პულუზაშვილმა წინა მატჩის დარად ახლაც 8 დაფარება მიითვალა, ჩიორდაში მაინც თავის ნებაზე ნავარდობდა და უკვე პირველი ტაიმის შემდეგ რუმინელები 18 ქულის სხვაობით იგებდნენ.



რუმინელებმა აუღელვებლად მიიყვანეს მატჩი გამარჯვებამდე და ინგლისთან ერთად მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს. საბოლოოდ საქართველომ ბურთების შეფარდების გამო ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. ჯგუფის ბოლო მატჩში ლუქსემბურგმა მაკედონიას მოუგო და სამ გუნდს – საქართველოს, რუმინეთს და ლუქსემბურგს თანაბარი ქულები დაუგროვდათ. აქ კი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენებმა შედეგებმა თქვეს გადამწყვეტი სიტყვა. საქართველომ ლუქსემბურგს 3 ქულით მოუგო, რუმინეთთან კი 17 ქულით დამარცხდა და შესაბამისად მეორეზე გასვლა ვერ მოახერხა. ახლა საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფში გადაინაცვლებს, სადაც წარმატების შემთხვევაში მაქსიმუმ მე–9, უარეს შემთხვევაში მე–16 ადგილი შეიძლება დაიკავოს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან ბურთების შეფარდების გამო ვერ გავიდა


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა