ესტონეთმა მსაჯების დახმარებით გვძლია

ქართული კალათბურთი 06-აგვ, 16:119 Sportnews 1604 1






საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაიწყო ტალინის საერთაშორისო ტურნირი. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ქართველებმა 75:82 წააგეს. ამ მატჩამდე ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდმა „კანზასმა“ 78:77 დაამარცხა შვედეთის ნაკრები.

რაც შეეხება საქართვეო–ესტონეთის მატჩს, შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ქართველებს მართებდათ გამარჯვება, რადგან მესამე მეოთხედის შუაწელში მთელი 12 ქულით – 53:40 იგებდნენ. თუმცა ამ მომენტის შემდეგ მოედანზე ყველაფერი ჩვენების საწინააღმდეგოდ შეიცვალა. მეოთხედის დარჩენილი წუთები ესტონეთმა 26:5(!) მოიგო და ბოლო ათწუთეულის წინ 66:58 დაწინაურდა.

ბოლო მეოთხედში ქართველებს მიეცათ მატჩის გადარჩენის შანსი, სირენამდე წუთნახევრით ადრე ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს, თუმცა საბოლოოდ მაინც მასპინძლებმა იყოჩაღეს და შეხვედრა 7 ქულის სხვაობით – 82:75 მოიგეს.

ხვალ საქართველოს ნაკრები ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ოთხი ერის თასი. ტალინი. ესტონეთი 5 აგვისტო

[b]ესტონეთი
82:75 საქართველო

18:19 19:24 29:15 16:17[/b]

საქართველო: შენგელია (15 წ. 6 ქ. 4 მ.), ცქიტიშვილი (18 წ. 7 ქ. 6 მ.), მარკოიშვილი (22 წ. 5 ქ.), შერმადინი (10 წ. 2 ქ.), ფაჩულია (27 წ. 17 ქ. 8 მ.), ა.ბოისა (5 წ.), ვ.ბოისა (21 წ. 3 ქ. 4 მ.), გამყრელიძე (3 ქ.), ცინცაძე (27 წ. 12 ქ.), სანიკიძე (16 წ. 6 ქ.), ჰეინსი (26 წ. 14 ქ. 5 მ.).

მატჩის შემდეგ ესტონეთში შევეხმიანეთ საქართველოს ეროვნუკი ნაკრების გენერარულ მენეჯერ მერაბ რატიშვილს.

„რთული მატჩი იყო. განსაკუთრებით დაამძიმა თამაში მსაჯმა, რომელიც მასპინძლებს აშკარად ემხრობოდა. უკვე მეოცე წუთზე გააგდეს ვიქტორ სანიკიძე, რომელსაც მეოთხე ჯარიმასთნ ერთად ტექნიკური მისცეს. პლუს ამას, მსაჯებმა 2 ტექნიკური მისცეს და მოედნიდან გააგდეს ჩვენი მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი. ასეთი რამ საოცარია გამომდინარე იქიდან, რომ ამხანაგური ტურნირია და მსაჯები უნდა მოერიდნონ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.“

„მიუხედავად იმისა, რომ მსაჯებმა გაგვწირეს და თითქმის მთელი მეორე ტაიმი მწვრთნელისა და ერთ–ერთი ლიდერი გარეშე ჩავატარეთ, ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც მაინც გვქონდა. ბიჭებმა ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირეს და ცოტაც რომ გაჰმართლებოდათ. საწადელსაც მივაღწევდით. ახლა ესტონელებთან თამაში უკვე დავიწყებული გვაქვს და მომდევნო მეტოქეზე ვფიქრობთ“.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები 1

Richie 07-აგვ, 22:03

ცუდია წაგებით დაწყება მაგრამ არაუშავს ბიჭებო
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018