Image

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკელები 17 ქულით დაამარცხა

ქართული კალათბურთი 06-აგვ, 23:589 Sportnews 2162


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად ჩაატარა ტალინური საერთაშორისო ტურნირის მორიგი მატჩი და იოლი გამარჯვებაც მოიპოვა. იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამერიკის სტუდენტური ლიგის (NCAA) აღმოსავლეთ უნივერსიტეტების (აიოვა, სირაკუზი, პერდიუ, ვაშინგტონი და ა. შ.) ნაკრები 98:71 დაამარცხა. ეს ის გუნდია, გუშინ ტურნირის ჩრდილოელი მონაწილე შვედეთი 78:77 რომ დაამარცხა. ამერიკელებს რომ ძლიერი გუნდი ჰყავთ, სკანდინავიური გუნდის დამარცხებიდანაც კარგად ჩანს.

საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ჩაატარა ეს შეხვედრა. თავად განსაჯეთ, ჩვენებმა 2–ქულიანი სროლების 64,3 პროცენტი (42–დან 27) ჩააგდეს, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია. ქართველებმა ამერიკელები აბსოლუტურად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ერთადერთი, ოკეანგაღმელებმა საჯარიმო სროლები შეასრულეს უმნიშვნელო უპირატესობით: 1/10 პროცენტით უკეთესად.

საქართველომ პირველი მეოთხედის შემდეგ მოიპოვა უპირატესობა, რომელიც თამაშის ბოლომდე ხელიდან არ გაუშვია. დიდი შესვენებისთვის ქართველები 7 ქულით დაწინაურდნენ, მესამე მეოთხედის საწყისი 1,45 წუთი კი 11:0 მოიგეს. კოკოშკოვის გუნდის უპირატესობა 15 ქულას გადასცდა და ამერიკელები აქ გამოფხიზლდნენ. თამაში დაიჭირეს და იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდნენ ჩამორჩენის 10–ქულინი ზღვრის დაბლა ჩამოყვანას.

ის კი არა, ბოლო მეოთხედში, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთი რჩებოდა, მაიკ ბრუსვიტსის სამქულიანის შემდეგ ამერიკელებმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს – 78:82. ამან ქართველები არ დააბნია და დარჩენილ დროში კოკოშკოვის შეგირდებმა უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს.

ჩვენს ნაკრებში 20 ქულით ბომბარდირი მანუჩარ მარკოიშვილი გახდა, რომელმაც 5–დან 4 ორქულიანი, 6–დან 3 სამიანი და 3–დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა: 13 ქულა, 9 მოხსნა. მაღალი შედეგიანობა გამოიჩინა ჩვენი ნაკრების ახალგაზრდა იმედმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 13 წუთში 15 ქულა მოაგროვა. შენგელიას თამაშიდან ბურთი არ აუცელია: 5–დან ყველა ორქულიანი ჩააგდო, რასაც 7–დან 5 საჯარიმოც მიამატა. მეოთხე კალათბურთელი, რომელიც 10–ქულიან ზღვარს ასცდა, მარკიზ ჰეინსია, რომელმაც 13 ქულას მოუყარა თავი. გიორგი ცინცაძემ 9 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა, ხოლო ნიკა ცქიტიშვილმა 14 წუთში 9 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა.

ტურნირის მომდევნო მატჩს საქართველო შვედეთთან ხვალ, 18 საათსა და 45 წუთზე გამართავს. ამ წუთებში მიმდინარეობს შვედეთისა და ესტონეთის შეხვედრა. თუკი შვედეთმა იმარჯვა, საქართველოს ნაკრებს ტალინური ტურნირის მოგების რეალური შანსი გაუჩნდება.

ტალინის საერთაშორისო ტურნირი. ოთხი ერის თასი. 6 აგვისტო

NCAA-ს ნაკრები 81:98 საქართველო

20:20 22:29 22:24 17:25

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
vala 7 აგვისტო 2011 22:54
ღმერთმა ქნას ბრატ
Sportnews 7 აგვისტო 2011 16:21
berdia212,
აშშ-ს ნაკრებს ჩვენ კაი ხანი ვერ დავამარცხებთ , თუ საერთოდ როდისმე დავამარცხებთ wink
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
berdia212 7 აგვისტო 2011 11:33
მე მეგონა ა.შ.შ-ბის ნეკრები დაამარცხა belay smile
Sportnews 7 აგვისტო 2011 00:05
მიდით ბიჭებო უნდა მოემზადოთ მაგრად , ევროპის ჩემპიონატზე , ჯგუფიდან უეჭველი უნდა გავიდეთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
თებერვალი 2019 (371)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
რეკლამა