Image

საქართველოს ნაკრები ლიტვას ღირსეულად ეთამაშა

ქართული კალათბურთი 28-აგვ, 01:049 Sportnews 3867


















საქართველოს ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ლიტვას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 80:88 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ითამაშა გამართული კალათბურთი, ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს ტოლ–სწორად ეთამაშა და მხოლოდ ბოლო მეოთხედში გამოჩენილი ინერტულობის გამო დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა მთელი შეხვედრის განმავლობაში. იგორ კოკოშკოვის გუნდმა სოლიდურ მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და პირველი, მეორე და მესამე მეოთხედის შემდეგ ლიტველებს არაფრით ჩამორჩებოდა. დარჩენილ ბოლო მეოთხედში მოახერხა ლიტვის ნაკრებმა უპირატესობის მოპოვება და საბოლოოდ 88:80 გაიმარჯვა.

ამით საქართველოს ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩები დაამთავრა. იგორ კოკოშკოვის გუნდი ხვალიდან, 28 აგვისტოდან ლიტვის დედაქალაქ კლაიპედაში გადაინაცვლებს და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 28 აგვისტო 2011 21:26
მეოთხე პერიოდი საშინლად ვითამაშეთ დანარჩენი ჯიგრულად იყო ყველაფერი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2019 (344)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
რეკლამა