Image

ვიქტორ სანიკიძემ ბოლონიელთა გამარჯვებაში მოზრდილი წილი დაიდო

ქართული კალათბურთი 01-ნოე, 00:249 Sportnews 1358


















ვიქტორ სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ქართველი ფორვარდის გუნდმა კი იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „კრემონა“ დაძაბულ ბრძილაში 2 ქულის სხვაობით – 80:78 დაამარცხა.

დაძაბულობა მატჩს ბოლო მეოთხედში შეემატა, როცა სტუმრებმა გვარიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მოგების რეალური შანსი ჰქონდათ. მესამე მეოთხედის წინ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ 61:46 იგებდა და საქმეც თითქოს მოთავებული იყო, თუმცა კრემონელებმა ამერიკელი ლეგიონერის – ვონ ვაფერის წყალობით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და რომ არა ბოლონიელთა მიერ ბოლო წამებზე გამოჩენილი სიზუსტე, ალბათ სტუმრები იმარჯვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო წამებზე სანიკიძემ 2 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

სანიკიძე ტადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და 11 ქულასთან ერთად 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. როგორც აღვნიშნეთ, სანიკიძეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ბოლონიური გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში. 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით „კანადიან სოლარი“ მე–7 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას სანიკიძის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად „ტერამოსთან“ გამართავს.

ტურის ბოლო მატჩში კიდევ ერთმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა. ნიკა მეტრეველის „დინამო სასარიმ“ მილანის „არმანი ჯინსს“ უმასპინძლა და უშანსოდ – 60:88 დამარცხდა.

ქართველმა ფორვარდმა 17 წუთი ითამაშა და თავისიანებს 6 ქულა შეაშველა. ნიკამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, მას თითო მოხსნა და დაფარებაც ჰქონდა. ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ მილანელებს 20 ქულა ჩაუგდო, მაგრამ თავისიანებს მაინც ვერაფერი უშველა. 4 ტურის შემდეგ დინამოელებს 2 მოგება აქვთ და მეათე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას მეტრეველის გუნდი 6 ნოემბერს სტუმრად "აველინოსთან" გამართავს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (250)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა