რუსთავმა კვლავ წააგო

ქართული კალათბურთი 04-ნოე, 17:319 datopagava23 1306 0






სუპერლიგის მესამე ტურის ცენტრალურ მატჩში, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი და ,,რუსთავი“ დაუპირისპირდნენ, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ქვემოქართლელებმა შეხვედრა დამაჯერებლად დაიწყეს და პირველ პერიოდში ანგარიშით – 21:11 დაწინაურდნენ. რუსთავმა მეორე ათწუთეულიც აქტიურად ითამაშა და და შეხვედრის პირველი ნახევარი 46:33 მოიგო.

მესამე მეოთხედის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ,,სტუდენტები” გაქტიურდნენ და ანგარიშში სხვაობა 10 ქულამდე დავიდა – 46:56.

აღნიშნული ათწუთეულის დასრულებამდე 1:42 წამით ადრე ,,ტექნიკოსებმა” სხვაობა 7 ქულამდე შეამცირეს – 51:58 . საბოლოოდ კი მატჩის მესამე მეოთხედი რუსთაველთა სასარგებლოდ – 60:51 დასრულდა.

დასკვნითი პერიოდის დასაწყისში სტუ გააქტიურდა და სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა – 57:60. მეოთხედის შუაწელში კი ,,ტექნიკოსებმა“ შეძლეს მეტოქის გასწრება და თამაშის მანძილზე პირველად გავიდნენ წინ – 61:60.

ამის შემდეგ სტუ-ს გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა და მეტოქესთვის ქულის გაკეთების საშუალება არ მიუცია. საინტერესოა, რომ ,,რუსთავმა“ დასკვნით მეოთხედში ქულის ჩაგდება მხოლოდ თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე მოახერხა. ამ სამქულიანის ავტორი კი ზურაბ თვარაძე გახლდათ, რომელმაც ბოლო მეოთხედში, როგორც უკვე აღვნიშნეთ პირველი სამქულიანი მოუტანა რუსთავს – 68:63.

შეხვედრის ბოლო 1:14 წუთი კი ძალიან დაძაბული გამოდგა – სხვაობა 4 ქულას შეადგენდა - 73:69 სტუ-ს სასარგებლოდ. 28,2 წამით ადრე კი 2 ქულამდე შემცირდა – 74:72 . ამ მომენტისთვის დაძაბულობამ პიკს მიაღწია, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სხვაობა მინიმუმამდე დავიდა - 74:73.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018