შერმადინი კვლავ საუკეთესოა, მარკოიშვილმა 12 ქულა მოაგროვა

ქართული კალათბურთი 04-ნოე, 23:499 Sportnews 2162 0






გიორგი შერმადინი აღარ ხუმრობს. იტალიურ „ბენეტ კანტუს“ ქართველი ცენტრი ევროლიგის ზედიზედ მესამე მატჩში თავის გუნდში საუკეთესო შედეგს აჩვენებს. მორიგი ტურის მატჩში „კანტუმ“ ესპანური „ბილბაო“ ისტუმრა და საკმაოდ დამაჯერებლად – 78:69 დაამარცხა, რაშიც ქართველი კალათბურთელების წვლილი უდიდესია. შერმადინი თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა, ხოლო მარკოიშვილმაც შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა.

შერმადინიცა და მარკოიშვილიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ისინი მწვრთნელმა საკმაო დროითაც დატოვა. მარკოიშვილმა 26,40 წუთში 12 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაგროვა, ბურთი არ დაუკარგავს. მანუჩარმა 7-დან 2 ოქრულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

გიორგი შერმადინმა მოედანზე მისთვის ამ გუნდში სარეკორდოდ მეტი – 23,10 წუთი გაატარა და შესანიშნავი შედეგი დააფიქსირა. შერმადინი არ შეეპუა მეტოქე გუნდის სახელიან ცენტრებს და 9 ორქულიანიდან 8 ჩააგდო და 16 ქულა დააგროვა, რასაც 6 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. საბოლოოდ გიორგის საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21 შეადგინა, რის შემდეგაც ამ შედეგის მხრივ კანტუელთაგან ანდრეა ჩინჩირინი მოდის (15). უნდა აღინიშნოს, რომ შერმადინი ევროლიგაში „კანტუს“ სამივე მატჩში თანაგუნდელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა ამჯერად მან ყველაზე მაღალი შედეგი დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით „კანტუმ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამ გუნდს 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. პირველზე კი „კახა ლაბორალია“. მორიგ ტურში, 9 ნოემბერს, შერმადინ–მარკოიშვილის გუნდი „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018