ცქიტიშვილი ჯერ მხოლოდ განაცხადში გმოჩნდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 09-დეკ, 22:579 datopagava23 1057 0






ნიკა ცქიტიშვილს ტრავმის მოშუშება გაუგრძელდა. ირანული „მაჰრამის“ ქართველმა ფორვარდმა ფეხის ტრავმის გამო უკვე მეოთხე მატჩი გამოტოვა. მისი გუნდი სტუმრად „პეტროჩემის“ შეხვდა და 90:72 დაამარცხა. ცქიტიშვილი სამმატჩიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდა განაცხადში, თუმცა მოედანზე არ გასულა.

ამასობაში, „მაჰრამი“ ჩემპიონატში კიდევ უფრო დაწინაურდა. გასულ ტურში მაჰრამელთა მდევარმა „ზობ აჰანმა“ შინ „აზადთან“ წააგო. ცქიტიშვილის გუნდს 10 შეხვედრიდან ყველა გამარჯვება აქვს, ხოლო მეორეზე მყოფ „ზობ აჰანმა“ უკვე მეორე მატჩი წააგო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018