სანიკიძისთვის ორმაგი დუბლი პროგრამა მინიმუმი გახდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 13-დეკ, 20:249 datopagava23 1192 0






იტალიის სერია A-ში ვიქტორ სანიკიძის ბრწყინვალე შედეგიანობა გრძელდება. ბოლონიური „კანადიან სოლარის“ ქართველმა ფორვარდმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. სანიკიძის გუნდი გასვლაზე „ბიელას“ ხვდებოდა და მიუხედავად ქართველი კალათბურთელის კარგი თამაშისა, 5 ქულის სხვაობით – 78:83 დამარცხდა.

სანიკიძემ 34 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 15 ქულა, 13 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 6–დან 4 ორქულიანი, 6–დან 4 საჯარიმო და 6–დან 1 სამიანი ჩააგდო. ვიქტორმა ამ მაჩვენებლებით საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა. მას ყველაზე მაღალი (20) მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა.

„კანადიან’ სოლარს“ 5 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვს და ცხრილში მე–9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ბოლონიელები შინ „ვენეციასთან 18 დეკემბერს გამართავენ. სანიკიძე ბოლო 4 მატჩში საშუალოდ 17,5 ქულასა და 13,5 მოხსნას აგროვებს, რაც გადაუჭარბებლად ბრწყინვალე შედეგია.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018