ნიკა ცქიტიშვილი მოედანს წარმატებულად დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 13-დეკ, 20:269 datopagava23 1268 0






ოთხმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ნიკოლოზ ცქიტიშვილი მოედანს დაუბრუნდა. ირანის ჩემპიონატის ლიდერ „მაჰრამში“ მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა ნოემბრის ბოლოს ფეხის ტრავმა მიიღო და თავის გუნდს ვერ ეხმარებოდა. გასული ტურის მატჩში კი ცქიტიშვილი მოედანზე გამოჩნდა და მაჰრამელებს პრინციპული მეტოქის დამარცხებაში მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია.

„მაჰრამი“ უშუალო კონკურენტ „ზობ აჰანს“ სტუმრად ხვდებოდა. მერვე ტურამდე ამ გუნდებმა თანაბრად იარეს – ორივემ ყველა მატჩი მოიგო. თუმცა მეცხრე და მეათე ტურში „ზობ აჰანმა“ ორივე შეხვედრა წააგო და ცქიტიშვილის გუნდს ჩამორჩა. ეს ჩამორჩენა კიდევ უფრო გაიზარდა გასული, მე–11 ტურის შემდეგ, რომელშიც „მაჰრამმა“ მეტოქე 92:74 დაამარცხა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთით გამოჩნდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ფორვარდმა 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 პასი მიითვალა. ნიკამ 9–დან 5 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 4–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საქართველოს ნაკრების წევრი ამ შედეგით თავის გუნდში მეორე იყო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018