Image

"კანტუმ" სერია A-ში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 13-დეკ, 20:299 datopagava23 1480


















მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა „ბანკა ტერკასს“ უმასპინძლეს და 84:76 დაამარცხეს.

qართველი კალათბურთელები თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაებნენ და გამარჯვებაში თავისი წილი დაიდეს. მარკოიშვილმა 19 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მანუჩარმა 5 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, 3 საშუალო ტყორცნიდან კი მეტოქის კალათში 1 მოათავსა.
შერმადინმა ოდნავ ნაკლები – 17 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგიმ 4–დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ამ გამარჯვებამ „კანტუ“ ცხრილის ზედა ნაწილში დააბრუნა. ქართველების გუნდი მე–4 პოზიციაზე იმყოფება.

მე-7 პოზიციამდე აღზევდა ნიკა მეტრეველის ”დინამო სასარი”, რომელმაც "ვარეზე" 90:79 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა 9 წუთში 3 ქულა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მეტრეველმა 2-დან 1 ორქულიანი და საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, ერთხელ დაჯარიმდა და წესები მის წინააღმდეგაც ერთხელ დაირღვა.

მომდევნო ტურში, 18 დეკემბერს, „კანტუ“ სტუმრად „მონფერატოს“ შეხვდება, ხოლო დინამოელები ტრევიზოში „ბენეტონს“ შეხვდებიან.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივნისი 2019 (187)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
რეკლამა