"არმია" ევროჩელენჯის გათამაშებას ჰოლანდიაში გამოეთიშა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-დეკ, 17:229 datopagava23 1341 0






თავდაცვის სამინისტროს გუნდი “არმია” ევროსარბიელზე ასპარეზობას გამოეთიშა. კოტე ტუღუშის გუნდი, რომელიც მდევარ “ლეიდენს” 2 კვირის წინ 2 მოგებით უსწრებდა, სწორედ ჰოლანდიურ გუნდთან დათმო მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური. არმიელებს ჰოლანდიაში 2 ქულით წაგებაც აძლევდათ ხელს, თუმცა 17-ით წააგეს და ჯგუფში მესამე ადგილს დასჯერდნენ.

“ლეიდენმა” და “არმიამ” თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ჯგუფიდან გამსვლელი მეორე ადგილი ჰოლანდიურ გუნდს ერგო. შეგახსენებთ, რომ არმიელებმა “ლეიდენი” თბილისში 74:71 დაამარცხეს, თუმც წუხელ 59:76 წააგეს და ევროჩელენჯში გამოსვლა დაასრულეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018