გიორგი ცინცაძე: იგორ კოკოშკოვის დარჩენა ლოგიკური იყო

ქართული კალათბურთი 14-დეკ, 18:199 Alex_Song 2276 0






გიორგი ცინცაძე: იგორ კოკოშკოვის დარჩენა ლოგიკური იყო
- არ მეგონა ამდენი ბავშვი თუ დამხვდებოდა, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იყო მათთან ურთიერთობა. ჩემს დროს, როცა პატარა ვიყავი, ასეთი ღონისძიებები არ იყო. ნაკრების წევრის ნახვა მოზარდებისთვის დამატებითი სტიმული იქნება. მათ ჩემს შესახებ მოვუთხრე: ვუთხარი, რომ მეც "აკადემიაში" ვვარჯიშობდი და სწორედ აქ ჩამოვყალიბდი პროფესიონალ კალათბურთელად. სათანადო შრომის შედეგად ბევრის მიღწევა შეიძლება - მეთქი. კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა და მისი პოპულარიზაცია აუცილებელია.
- ევროპის ჩემპიონატზე ტრავმირებული ფეხი როგორ მდგომარეობაში გაქვს?
- ოპერაცია კაუნასში გავიკეთე. აღდგენითი პროცესით კმაყოფილი ვარ. იმედი მაქვს, შემდეგშიც ყველაფერი კარგად წარიმართება. იანვრის ბოლოს ისევ ლიტვაში ჩავალ, გამოკვლევას ჩავიტარებ და მაშინ მეტყვიან, ზუსტად როდის შემეძლება ვარჯიშის დაწყება.გიორგი ცინცაძე: იგორ კოკოშკოვის დარჩენა ლოგიკური იყო
- ოპერაცია სექტემბერში გაიკეთე. ლიტვაში რა გამოხმაურება მოჰყვა ჩვენი ნაკრების თამაშს?
- ინტერესი დიდი იყო. გამოსვლა დადებითად შეფასდა, დებიუტანტი გუნდისგან ჯგუფიდან გასვლას ცოტა თუ ელოდა. ასევე ინტერესს იჩენდნენ ჩემი მისამართითაც..მაგალითად, ოპერაციის შემდეგ ადგილობრივი ჟურნალისტები მოვიდნენ, საქართველოს ნაკრებსა და ჯანმრთელობაზე მკითხეს. ესტონეთიდანაც დამირეკეს. საქართველოდან კი სამწუხაროდ არავინ დამკავშირებია.
- იგორ კოკოშკოვი ჩვენს ნაკრებს მინიმუმ კიდევ 2 წელი უხელმძღვანელებს. როგორ აფასებ მის დარჩენას?
- იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში უნდა დარჩენილიყო. ამას დიდი მსჯელობა და ლაპარაკი არ სჭირდებოდა. შესაძლოა, იგი მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი არ არის, მაგრამ საქართველოს ნაკრებში ნაყოფიერად იმუშავა, ყველა მიზანი შეასრულა. არ არსებობდა ლოგიკა, რომლის მიხედვითაც იგორ კოკოშკოვს ჩვენს ნაკრებში მუშაობა არ უნდა გაეგრძელებინა. რაც მთავარია, მისი ჩვენს გუნდში დარჩენა ნაკრების წევრებისთვისაც უკეთესია.

- ნატურალიზებულ კალათბურთელზე რა აზრისა ხარ?
- როცა კლუბსა თუ ნაკრებში უცხოელი მიდის, ადგილობრივებზე უკეთესი უნდა იყოს. უნდა იცოდე, რომ ახალწვეული მაღალი კლასისაა და ეს ნაკრებში მოსვლამდე, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ჰქონდეს დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოელის ჩამოყვანას აზრი არა აქვს.

- კარიერის გაგრძელებას სად აპირებ?
- სადღეისოდ ერთი შეთავაზება მაქვს იტალიიდან, მაგრამ ტრავმის გამო ვერ წავალ. როცა ფეხს საბოლოოდ მოვიშუშებ, არა მგონია, ასეთი წინადადება კიდევ მქონდეს, რადგან აპრილიდან ევროპის ქვეყნებში პლეი ოფები იწყება და ახლად მორჩენილ კალათბურთელს საპელიოფოდ არავინ წაიყვანს. ამიტომაც საქართველოში ვაპირებ თამაშს. ამჟამად "ოლიმპთან" ერთად მსუბუქად ვვარჯიშობ. კონტრაქტი არ გამიფორმებია, თუმცა ტრავმის მორჩენის შემდეგ ალბათ კარიერას „ოლიმპში“ გავაგრძელებ.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018