Image

გრან კანარია ევროთასს დაემშვიდობა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 21-დეკ, 20:149 Richie 1228


მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარია“ ევროთასის გათამაშებას გამოეთიშა. მიუხედავად იმისა, რომ კანარიელებმა ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით დაიწყეს და წუხელ გამართულ ბოლო ტურშიც იმარჯვეს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამმა გუნდმა – თურქულმა „ბანვითმა“, რუსულმა „ლოკომოტივმა“ და „გრან კანარიამ“ თანაბარი ქულები დააგროვეს, თუმცა ამ სამეულს შორის ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით მომდევნო ეტაპზე თურქული და რუსული კლუბები გავიდნენ.

ჯგუფის ბოლო ტურში კანარიელებმა შინ გერმანული „სკაილაინერსი“ 71:58 დაამარცხეს, მაგრამ ეს შედეგი მათ ვერაფერში დაეხმარათ. მარკიზ ჰეინსი და ტორინ გრინი ხუთეულში იყვნენ. პირველმა 23 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ხოლო გრინმა 22 წუთი ითამაშა და 7 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 6 პასი და 2 მოხსნა მოინაგრა.

მაშ ასე, „გრან კანარია“ ევროსარბიელს გამოეთიშა და ახლა მთლიანად პრიმერადივიზიონზე გადაერთვება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (172)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა