სეზონი 16 იანვარს, ქორქია-საკანდელიძის მემორიალით განახლდება

ქართული კალათბურთი 26-დეკ, 19:549 Ditoo 1138 0






სუპერლიგის ხელმძღვანელობამ დღეს სპორტის სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალთან და საქართველოს თასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ მასმედიასთან და კლუბების ხელმძღვანელობასთან საუბრისას აღნიშნული ორი უახლოესი ტურნირის გარდა პირველი წრეც მოკლედ შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

გიორგი ზაბახიძე (სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი):

მოკლედ შევაჯამებ პირველ წრეს და გეტყვით, რომ სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების მიმდინარე სეზონის პირველ წრეში სულ 208 მატჩი გაიმართა, სადაც არაერთი საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა ვიხილეთ. აღსანიშნავია ,,არმიას” ასპარეზობა ,,ევროჩელენჯზე”, ვიმედოვნებთ , რომ სამომავლოდ ჩვენი კლუბები კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარია, რომ კლუბები ძლიერდებიან და შესაბამისად სუპერლიგა და მთლიანად ქართული კალათბურთი ძლირდება. დიდი მადლობა ამისთვის კლუბებს და ვიდრე მეორე წრე დაიწყება, რომელიც გაცილებით საინტერესო და დაძაბული იქნება, წინ გველის ორი მნიშვნელოვანი ტურნირი. 2012 წლის სეზონი ზ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორიას მემორიალით გაიხსნება, რომელიც 16 იანვარს აიღებს სტარტს და რომელსაც ვაკეში მდებარე საკლათბურთო აკადემიის დარბაზი უმაპინძლებს. მემორიალში მონაწიელობას 7 გუნდი მიიღებს: არმია, სტუ, დინამო, სოხუმი, შსს, თსუ და რუსთავი. აღნიშნული გუნდები 2 ქვეჯგუფში განთავსდებიან და ერთ წრედ ითამაშებენ. სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ქორქია-საკანდელიძის მემორიალში მონაწილე გუნდები A და B ქვეჯგუფებში შემდეგნაიარად გადანაწილდნენ:

A ჯგუფი


არმია


სტუ


დინამო




B ჯგუფი


სოხუმი


შსს


თსუ


რუსთავი



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018