ფაჩულიამ დაიწყო, თან ორი დუბლით

ფაჩულიამ დაიწყო, თან ორი დუბლით

30-12-2011, 18:53

ზაზა ფაჩულიამ სეზონი ორმაგი დუბლით დაიწყო. “ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სადებიუტო მატჩში “ნიუ ჯერსის” წინააღმდეგ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

ატლანტელებმა მეტოქე საბოლოოდ 106:70 გაანადგურეს და ამ გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ფაჩულიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 21 წუთი ითამაშა და 8 ორქულიანი სროლიდან 5 გამოიყენა. ფაჩულიამ უშეცდომოდ ესროლა 3 საჯარიმო და საბოლოოდ თავი 13 ქულას მოუყარა. ქართველი ცენტრი ორივე ფარქვეშ დომინირებდა და მატჩში ყველაზე მეტი – 11 მოხსნა მოაგროვა. მომდევნო მატჩს ატლანტელები ხვალ გამთენიისას Sin, "ვაშინგტონის" წინააღმდეგ გამართავენ.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით