Image

ცქიტიშვილის "მაჰრამი" ირანში კვლავ დაუმარცხებელია

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 30-დეკ, 18:569 zuka123 1040


წარმატებულ სერიას განაგრძობს ნიკოლოზ ცქიტიშვილის „მაჰრამი“, რომელმაც ირანის ჩემპიონატში ზედიზედ მე–13 გამარჯვება იზეიმა და ცხრილს დაუმარცხებლად ლიდერობს. მაჰრამელებმა მორიგ ტურში სტუმრად „პეტროჩიმი“ 94:74 დაამარცხეს.

ქართველმა კალათბურთელმა 11-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, ოთხჯერ მას დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი ხუთჯერ დაჯარიმდნენ. ცქიტიშვილმა 27.50 წუთს ითამაშა და მასპინძლებს 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა შესძინა. ქართველი ფორვარდის ეფექტურობის კოეფიციენტმა 14-ს უწია, რითაც იგი “მაჰრამის” რიგებში მესამე გახლდათ.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
იანვარი 2019 (350)
დეკემბერი 2018 (540)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
სექტემბერი 2018 (574)
აგვისტო 2018 (535)
რეკლამა