ფაჩულიამ ხუთეული ორმაგი დუბლით დაამტკიცა

ფაჩულიამ ხუთეული ორმაგი დუბლით დაამტკიცა

13-01-2012, 19:07

ზაზა ფაჩულიამ კარგად გამოიყენა ბოძებული შანსი და პირველივე შეხვედრაში, რომელშიც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ორმაგი დუბლი შეასრულა. ეს დღეს გამთენიისას გამართულ მატჩში მოხდა, რომელშიც „ატლანტამ“ „შარლოტი“ 111:81 გაანადგურა.

ფაჩულიამ 31,48 წუთი ითამაშა და 10–10 ქულა–მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 5-დან 2 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და 10 ქულას 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 პასი და 1 დაფარება წაამატა. ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ორჯერ დაკარგა და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

შეხვედრის გმირი ჯორჯიელთა ერთ-ერთი ლიდერი ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 39:21 წუთში 30 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ჩინებულად გამოიყურებოდა ჯო ჯონსონიც, რომელმაც 23 ქულა, 8 პასი, 7 მოხსნა მიითვალა.

ატლანტელებს 8 გამარჯვება და 4 მარცხი აქვთ. ისინი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე–6 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი კვირას, გამთენიისას, შინ „მინესოტასთან“ გამართავს. აქვე ვთქვათ, რომ ზაზა ატლანტელთა ძირითად ცენტრად იქცა, რადგან ალ ფორფორდის ტრავმა სერიოზულია. მას მხართან კუნთი გაუწყდა და ჯერ უცნობია, მოედანს როდის დაუბრუნდება.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
# 124ავტორი: Persie
მაგარია ფაჩულია რაულიტო,
esport
# 2783ავტორი: Sportnews
ყოღაც ზაზა ორმაგი დუბლი კაია, მაგრამ კიდევ უფრო უნდა მოუმატო, რომ მუდმივად ძირითადში იყო

--------------------

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით