ქართული კალათბურთი / NBA
ფაჩულია- 6 ქულა და 3 მოხსნა

„ატლანტა ჰოუქსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. „ქორებმა“ საკუთარ, „ფილიპს არენაზე“ „ტორონტო“ 93:84 დაამარცხა. ატლანტელებს იოლად არ მოუგიათ. ბოლო მეოთხედის წინ ტორონტოელები 2 ქულით მიუახლოვდნენ მასპინძლებს, მაგრამ ფავორიტად მიჩნეულმა გუნდმა საბოლოოდ მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

ალ ჰორფორდის ტრავმის შემდეგ 2 მატჩში თამაშს ზაზა ფაჩულია იწყებდა, თუმცა ატლანტელთა ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ამჯერად ჯეისონ კოლინსი გამოჩნდა. სამარქაფო ცენტრმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და 13–წუთიანი გარჯა ო ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა.

ფაჩულიამ კოლინსზე მეტი – 17,38 წუთი ითამაშა და 6 ქულასთან ერთად 3 მოხსნაც მიითვალა. ზაზას ტორონტოელთა ფარისთვის თამაშიდან არ შეუტევია, 6 საჯარიმო ტყორცნა და ყველა ჩააგდო. ატლანტელთაგან საუკეთესო ჯოშ სმიტი გახდა, რომელმაც 28 ქულა და 15 მოხსნა დააგროვა.

„ატლანტას“ 10 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის გაერთიანებულ ცხრილში „ორლანდოსთან“ და „ინდიანასთან“ ერთად III-V ადგილებს ინაწილებს. მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 19 იანვარს, გამთენიისას, შინ „პორტლენდთან“ გამართავს.








კომენტარის დამატება