ფაჩულიამ პორტლენდელებს 11–ჯერ მოუხსნა

ქართული კალათბურთი / NBA 19-იან, 15:179 Sportnews 1084 0





მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში საკუთარი ძალა დაამტკიცა, ზაზა ფაჩულიას „ატლანტამ“ დასავლეთის გუნდებს შეუტია. ჯორჯიელებმა რამდენიმე დღის წინ „მინესოტა“ დაამარცხეს, დღეს გამთენიისას კი აღმოსავლეთის ერთ–ერთი მძლავრი წარმომადგენელი „პორტლენდიც“ დაამწუხრეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ მასპიძელთა სამქულიანი გამარჯვებით – 92:89 დასრულდა. ატლანტელები გადამწყვეტი პერიოდის დაწყებამდე 13 ქულით იგებდნენ, თუმცა პორტლენდელებმა დარჩენილ დროში მძლავრად ითამაშეს და ბოლო წუთებზე გამარჯვების შანსიც ჰქონდათ, თუმცა...

ქართველი ცენტრი წინა მატჩის დარად სათადარიგო იყო, თუმცა ძირითადში მყოფ ჯეისონ კოლინსზე ისევ უკეთ და მეტ ხანს ითამაშა. კოლინსმა ფიცარნაგზე 13 უქულო წუთი გაატარა და პირად ანგარიშზე მხოლოდ 1 მოხსნა ჩაიწერა. რაც შეეხება ფაჩულიას, ქართველმა ცენტრმა 27 წუთი ითამაშა და 6 ქულა, 11 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ზაზამ 5–დან 2 ორქულიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 11 მოხსნა ამ შეხვედრაში უმეტესი იყო, რომელიც ფაჩულიასთან ერთად ატლანტელმა ჯოშ სმიტმა და პორტლენდელმა ლამარკუს ოლდრიჯმაც მოაგროვა.

რაც ძირითადი ცენტრი, ალ ჰორფორდი დაუშავდათ, ატლანტელებმა ზედიზედ მეოთხე შეხედრა მოიგეს და ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ. „ქორებს“ ახლა 11 გამარჯვების წილ 4 მარცხი აქვთ და აღმოსავლეთში მათ მაღლა მხოლოდ "ჩიკაგო" „დაფრინავს“. მომდევნო შეხვედრას „ატლანტა“ ზეგ, გამთენიისას, ფილადელფიაში გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018